რეზონანსი
04.01.2023

ზუგდიდში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. კოსტავას ქუჩაზე ორ ქვეითს ავტომობილი დაეჯახა, მათგან ერთი, 39 წლის ნატა ბერულავა დაიღუპა. მას მეუღლე და ორი ვაჟი დარჩა. 

მეორე დაშავებული კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გავრცელებული ცნობით, მას ფეხები აქვს მოტეხილი.

თვითმხილველების თქმით, ქალები ქუჩის თავში მდებარე გასაქირავებელი ფართის მინის შუშებს წმენდდნენ, რა დროსაც, მათ ავტომობილი დაეჯახათ.

დაღუპული და დაშავებული ნათესავები არიან. მძღოლი, რომელიც ორ ქალს დაეჯახა, დაცვის პოლიციის თანამშრომელია

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×