რეზონანსი
27.12.2022

კახეთში ავტო ავარიას ქართველი მომღერალი - შოთა ბოჭორიძე ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, შოთიკოს დედა ემიგრანტი იყო.

სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილი ემიგრანტების იმედმა - შოთო სიხარულიძემ გამოაქვეყნა.

„გარდაიცვალა ემიგრანტის შვილი მომღერალი - შოთიკო ბოჭორიძე. ამდენ ადამიანს უკვირს ასეთი ძვირფასი როგორ უნდა მიგიღოს მიწამ... ნუთუ მიწას არ შერცხვება შენი? არა... არა... ვერ ვიჯერებ... ჩემი ნახევარი გული წაიღე... არ ვიცი, რას ამბობენ ხოლმე ასეთ დროს, თუმცა ის კი ნამდვილად ვიცი, რომ მაკლიხარ დღეს დამაკლდები ხვალ, ზეგ...სულ!

არ შემიძლია შენზე წარსულში საუბარი, თუ არ გავაფრენ გამიკვირდება. არ გემშვიდობები ჩემო ღიმილის ბიჭო, შენ მუდამ ჩემს გულში იქნები.

გლოვობს ჩემი თელავი... ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული.... არ მჯერა და ვერც ვერასდროს დავიჯერებ....

უფალმა სამოთხის კარი გაგიღო და შენც შენი ფიქრებითა და აუსრულებელი ოცნებებით დაადექი სასუფევლის გზას. ყველაფერი გიხაროდა, მაგრამ განგებამ არ გაცადა 24 წლისას მოგისპო სიცოცხლე.

წახვედი და თან გაიყოლე შენი ახალგაზრდული ფიქრები, ოცნებები, აუხდენელი სურვილები. შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა.

ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ, ლაღი სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ყოველთვის ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა", - წერს სოციალურ ქსელში.

წყარო "დაიჯესტი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×