სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ვიდეომ, სადაც რუსულ ენაზე მოსაუბრე ახალგაზრდები არიან ასახულნი. კადრები კახეთში, კერძოდ კი ჩაილურში, ნიახურას ციხეზეა გადაღებული. ვიდეოში ჩანს, რომ ერთი ახალგაზრდა წიხლით აღებს ციხის გალავნის კარს.
კარის იქით კი მეორე რუსულენოვანი ახალგაზრდა ხვდება, რომელიც ეუბნება, რომ წავიდეს აქედან. მანამდე ამბობს, რომ საქართველოში ახალი აპარტამენტები მისცეს, მაგრამ კარია ძველი.
ვიდეოს ერთ-ერთი გმირი რუსი ბლოგერი რაილ არსლანოვია, რომელმაც საზოგადოებისგან მწვავე კრიტიკის შემდეგ "ინსტაგრამის" სთორიში შემდეგი ტექსტი გამოაქვეყნა:
"ჰეი, ქართველებო, ნუ ხართ ასეთი უხეშები. ჩვენ მივხვდით ჩვენს შეცდომას", - წერს ბლოგერი
რაილ არსლანოვი ბლოგერი, მხატვარი, მუსიკოსია ყაზანიდან. 2010 წლიდან ის ცნობილი იუთუბერია. "იუთუბ" არხზე "მუსიკოსის ქოხის" ავტორს 2 500 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. 2020 წელს მან გამოუშვა ჰიტი "Dont Fall Love", რომელიც მოხვდა Bim რადიოში და ვიდეომ 1 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა Youtube-ზე.
წყარო: ambebi.ge
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე