რეზონანსი
10.12.2022

ვლოგერი, გივიკო დიდია, რომლის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, საბოლოო კომენტარს აკეთებს და წერს, რომ უკრაიაში დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას ოჯახში მივა და შვილმკვდარ დედას თავის თანადგომას გამოუცხადებს.

"ატირეს, ანერვიულეს დედაჩემი და ჩემი გამწარებული ბებია. ბახმაროში წამოვედი ჩემებს რომ არ დავენახე ასეთი განადგურებული - ნათელე მირეკავს თუ გინდა ვიცოცხლო არ იტიროო! მე აუცილებლად მივალ იმ ოჯახში, ვის გამოც გადამიარეთ და აუცილებლად ჩავიკრავ გულში შვილმკვდარ დედას. ბოლოჯერ ვეხები ამ თემას და გულით მინდა გითხრათ მადლობა ყველას თანადგომისთვის. მართლა როგორ გყვარებივართ. მადლობა დაუსრულებლად და მიიღეთ ჩემი დიდი მადლიერება თქვენდამი. მიყვარხართ და იცოდეთ დღეს მე თქვენ გადამარჩინეთ.

მალე შეხვდებით ისეთ გივიკოს, როგორიც თქვენ გიყვართ", - წერს ვლოგერი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×