რეზონანსი
06.12.2022

ჟენევის კლინიკაში ქართველი ქალი, ქეთი მახარობლიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას მამა იერონიმე ქათამაძე ავრცელებს.

"ქეთი კარგი ადამიანი იყო... ერთმანეთი ცოტა ხნის წინ, ქეთისთვის არსებულ კრიზისულ მდგომარეობაში, ჟენევის საავადმყოფოში გავიცანით... საოცრად კეთილი, მოკრძალებული, ღვთივსათნო და მორწმუნე ადამიანი იყო აღსარება თქვა, უფლის ხორცსა და სისხლს ეზიარა, ჩემთან ერთად ილოცა, ბევრი მესაუბრა, უკანასკნელი სამღვდელო ლოცვა-კურთხევა გამომთხოვა და ერთმანეთს დავემშვიდობეთ...

ქეთიმ დღეს დილით, მკვდრეთით აღდგომის იმედით უფალში საუკუნო განსვენება ჰპოვა. ღმერთმა აცხონოს მისი სული, ხოლო მის მეუღლეს, შვილებსა და ოჯახის წევრებს სიძლიერეს და სიმხნევეს ვუსურვებ" - აცხადებს მამა იერონიმე ქათამაძე

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×