რეზონანსი
05.12.2022

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, მიმდინარე კვირა, დეკემბრის განმავლობაში, ერთ-ერთი ყველაზე რთულია. ცაგარელი ადამიანებს აფრთხილებს, რომ ამ პერიოდში აგრესიის გამოვლენისგან თავი შეიკავონ და ერიდონ კონფლიქტებს.

„დეკემბერში ეს კვირა ძალიან რთულია, დედამიწა უარყოფით ველში შევიდა და იძაბება სიტუაცია. ასევე გვაქვს სავსემთვარეობა. გაღიზიანებადობა და ფეთქებადობა იმატებს და ამიტომ იყავით ყურადღებით. ეს კვირა გაიარეთ ძალიან ფრთხილად. 4 გეომაგნიტური დღე გვაქვს - ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი - ამიტომ ამ დღეებში გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. გაითვალისწინეთ, რომ ხუთშაბათს არ დაგეგმოთ არაფერი, რადგან სატანური დღეა და ემოციები მოჭარბებულია. არ დაგეგმოთ ოპერაციები და თავი შეიკავეთ მგზავრობის დროს სიჩქარის გასაჯაროებისაგან", - ამბობს მიხეილ ცაგარელი „იმედის დილის" ეთერში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×