რეზონანსი
06.11.2022

წყალტუბოში, საყულიაში 18 ოქტომბერს 54 წლის კაცმა რძალს, 30 წლის გურანდა მაღლაფერიძეს დანა 4-ჯერ, სამი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ჩაარტყა. მას დაზიანებები ზურდში, თავში და ყელის არეში აქვს მიყენებული. იგი კლინიკიდან უკვე გამოეწერა, მაგრამ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.

ირკვევა, რომ ახალგაზრდა ქვრივსა და ქმრის მშობლებს შორის კონფლიქტი წლებია გრძელდება. გურანდა მაღლაფერიძე ირწმუნება, რომ ის მამამთილის მხრიდან ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო. პოლიციას კი შიშის გამო ვერ მიმართავდა. "რომ ვამბობდი, პოლიციაში დავრეკავთქო, ეუბნებოდა, რომ ყელს გამომჭრიდა". 

როგორც დაზარალებული ყვება, ქმრის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, საცხოვრებლად მეუღლის მშობლებთან დაბრუნდა, თუმცა კონფლიქტი რძალ-მამამთილს შორის იმდენად გამწვავდა, რომ ქალმა 54 წლის კაცის წინააღმდეგ 29 აგვისტოს პოლიციას მიმართა. გომელაურის უწყებამ ერთთვიანი შემაკავებელი ორდენი გამოსცა. ქალი ამტკიცებს, რომ მამათლმა ეს არ აპატია და ქმრის საფლავზე მისულს თავს დანით განზრახ დაესხა.

დაკავებულის ცოლის მტკიცებით, რძალს მათი ქონების მითვისება უნდოდა. ქალი საბედისწერო დღეს მომხდარი ჩხუბის სულ სხვა ვერსიას ყვება, ამბობს, რომ რძალი მამამთილს ბავშვებთან ურთიერთობას უკრძალავდა. კაცი შვილის საფლავზე ბავშვების სანახავად მივიდა და დაჭრის განზრახვა არ ჰქონია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×