რეზონანსი
05.11.2022

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ვერძი შეიძლება უამრავი ადამიანისთვის მისაბაძ ადამიანად იქცეს. მისი ოპტიმიზმი და ენერგია ადამიანების ყურადღებას ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს. ვერძი მზადაა საკუთარი ენთუზიაზმი, იდეები და გეგმები სხვა ადამიანებსაც გაუზიაროს და ირგვლივ უამრავი თანამოაზრე შემოიკრიბოს.

კურო

ამ დღეს პირველობას არ უნდა ეცადოთ - მაინც არაფერი გამოგივათ. დილას „მარცხენა ფეხით ადექით“ და ყველაფერი გიჭირთ: ინიციატივის აღება, გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარი თავის დაცვა. თუ წარმატების მიღწევა გსურთ, მეორე ადამიანთან ერთად უნდა იმოქმედოთ. უფრო კარგი იქნება თუ დაეხმარებით ადამიანს, ვისაც ეს სჭირდება. ნომინაციაში „საუკეთესო მეორე როლისთვის“ თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ.

ტყუპები

ამ დღეს სიურპრიზებისთვის უნდა მოემზადოთ! გულის სიღრმეში ოცნებობდით მიზეზზე, რომელიც გეგმების შეცვლას გაიძულებდათ და ასეთი მიზეზი მოგეცემათ. რაღაც შემთხვევა, სიახლე ან ადამიანი საქმის ჩვეულ მიმდინარეობას შეაფერხებს და გეგმების შეცვლას გაიძულებთ. არ ინერვიულოთ: ეს პატარა ქაოსი თქვენს წინაშე ახალ გზებსა და შესაძლებლობებს გააჩენს.

კირჩხიბი

ამ დღეს საჭირო დროს და საჭირო ადგილზე აღმოჩნდებით და რაც მთავარია, საჭირო ადამიანებს შეხვდებით! ვარსკვლავები გირჩევენ, დატოვოთ საკუთარ ცხოვრებაში ადგილი ახალი იდეებისა და ადამიანებისთვის. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს მსოფლმხედველობაში გადატრიალებას მოაწყობს და გაიძულებთ ბევრ რამეს ახლებურად შეხედოთ.

ლომი

ენთუზიაზმის და პოზიტიური განწყობის დამსახურებით გარშემომყოფთა სიმპათიას დაიმსახურებთ. მშვენიერი დღეა იმისთვის, რომ მხარდამჭერები იპოვოთ, რთული მოლაპარაკებები აწარმოოთ ან კონფლიქტი დაასრულოთ. ლომი შეძლებს თანამოსაუბრე დააინტერესოს და მოსმენა აიძულოს. ამ მიმართულებით მისი ნებისმიერი საქმიანობა განწირულია წარმატებისთვის!

ქალწული

ამ დღეს ქალწულს მთელი სამყაროს დაპყრობა შეუძლია! ყოველ შემთხვევაში, ამისთვის მზად არის. დღეს ქალწულის ენერგიას საზღვრები არ აქვს და მის ლექსიკონში სიტყვა „შეუძლებელი“ არ არსებობს. თანაგრძნობას იმსახურებს ადამიანი, რომელიც გაბედავს და ამ დღეს ქალწულს გზაზე გადაეღობება.

სასწორი

ცხოვრება უამრავ ბედნიერ შანსს შემოგთავაზებთ, თუმცა უმეტესობის გამოყენებას ვერ შეძლებთ. საქმე ისაა, რომ ამ დღეს შენელებული რეაქციები გაქვთ და სწრაფად ცვალებად გარემოზე რეაგირებას ვერ ასწრებთ. ეცადეთ მეტი იაქტიუროთ და შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

მორიელი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ჩვეულ ჩარჩოებს გასცდეთ და მიხვდებით, რომ სამყარო გაცილებით საინტერესოა. გადაუდებელი საქმეები, ყოველდღიური რუტინა - დრო არასოდეს გყოფნით, რომ თავი ასწიოთ და ირგვლივ მიმოიხედოთ. კარგი შანსი გაქვთ, რომ მოსაწყენ ყოველდღიურობას გაექცეთ და ახალი შთაბეჭდილებებით აივსოთ.

მშვილდოსანი

ყველა შანსი გაქვთ, რომ ახალი ნაცნობები და თაყვანისმცემლები გაიჩინოთ. ამ დღეს ნიჭიერი ორგანიზატორის როლს მოირგებთ. ნუ დაკარგავთ დროს იმაზე, რომ სასურველი ადამიანს გულს გასაღები მოარგოთ. საკმარისია უნივერსალური გასაღები იპოვოთ, რომელიც ნებისმიერ ადამიანს მოერგება.

თხის რქა

ამ დღეს თქვენი ძალა მხარდამჭერებშია. თუ დახმარებისთვის ნათესავებსა და მეგობრებს მიმართავთ, მათგან იმაზე მეტ დახმარებას მიიღებთ, ვიდრე ელოდით. მოაწყვეთ მეგობრული წვეულება ან უბრალოდ შეიკრიბეთ ოჯახთან ერთად. იყავი გულწრფელი მათთან, ვინც შენთვის ძვირფასია და ისინი ყოველთვის თქვენს გვერდით დარჩებიან.

მერწყული

ამ დღეს სახეზე გეტყობათ, რომ დაბნეული და არაორგანიზებული ხართ. ყველაფრის მიუხედავად, ენერგიით სავსე ხართ, ამიტომ გარშემო მყოფებისთვის თქვენი შინაგანი მდგომარეობა შეუმჩნეველი დარჩება. ეცადეთ დაბნეულ აზრებს და გრძნობებს თავი მოუყაროთ და ჩვეულ ფორმას დროულად დაუბრუნდეთ.

თევზები

თევზებს ფინანსურ სექტორში სიურპრიზი ელით – დღის განმავლობაში ფული იშოვოთ ან დაკარგოთ. თევზებს შეუძლიათ იპოვონ და წააგონ. ბონუსი, მოგება, ვალის გასტუმრება, ზარალი ან უსარგებლო შესყიდვა - ნებისმიერი სიურპრიზისთვის უნდა მოემზადოთ და ფულის ხარჯვის დროს მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×