რეზონანსი
05.11.2022

„ღა­მის შოუ" მათ ბენდთან და­კავ­ში­რე­ბით, ბოლო დროს მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გან­ცხა­დე­ბით ეხ­მა­უ­რე­ბა. მათი თქმით, მიმ­დი­ნა­რე­ობს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ან­ტი­კამ­პა­ნია, რომ­ლი­თაც მათ კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბებ­ში უსა­ფუძ­ვლოდ სდე­ბენ ბრალს.

რაც შე­ე­ხე­ბა ბენ­დის კონ­ცერ­ტებს, გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ეს მა­ყუ­რებ­ლის დაკ­ვე­თი­თა და მო­თხოვ­ნით ხდე­ბა. ისინი უარ­ყო­ფენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს კას­პში გა­მარ­თუ­ლი კონ­ცერ­ტის შემ­დეგ 12 ათა­სი მხო­ლოდ ბაბი კირ­კი­ტა­ძემ აიღო. „ღა­მის შოუს" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსგავს შემ­თხვე­ვებ­ში თან­ხა 13 ადა­მი­ან­ზე ნა­წილ­დე­ბა.

„მო­გე­სალ­მე­ბით. რო­გორც ხე­დავთ, ჩვე­ნი შოუს წი­ნა­აღ­მდეგ გა­ჩა­ღე­ბუ­ლია აქ­ტი­უ­რი ან­ტი­პი­არ­კამ­პა­ნია, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლია თით­ქმის ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­უ­რი ტე­ლე­არ­ხი და სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. ისი­ნი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ამა­ხინ­ჯე­ბენ ფაქ­ტებს. ქუ­თა­ის­ში ნაძ­ვის ხის დად­გმას­თან ჩვე­ნი გა­და­ცე­მის არც წამ­ყვანს, არც ბენ­დის წევ­რებს, არც ხელ­მძღვა­ნელს და სა­ერ­თოდ „გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას ღა­მის შოუს" არც ერთ თა­ნამ­შრო­მელს არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს.

„ღა­მის შოუს სტუ­დია" გახ­ლავთ სა­ერ­თოდ სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­თა­ნაც ჩვენ არ გვაქვს კავ­ში­რი. ეს ინ­ფორ­მა­ცია მარ­ტი­ვად ხელ­მი­საწ­ვდო­მია, თუმ­ცა ოპო­ზი­ცი­უ­რი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მა­ნი­პუ­ლი­რე­ბენ, ცდი­ლო­ბენ ჩვენ მოგ­ვა­წე­რონ და ვი­თომ­და კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბებ­ში დაგ­ვდონ ბრა­ლი.

ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, ცოტა ხნის წინ მათ გა­ავ­რცე­ლეს უტი­ფა­რი ტყუ­ი­ლი იმის შე­სა­ხებ, რომ ბაბი კირ­კი­ტა­ძემ ორ სიმ­ღე­რა­ში მი­ი­ღო 12 000 ლარი. სი­ნამ­დვი­ლე­ში კონ­ცერ­ტი შედ­გე­ბა 20 სიმ­ღე­რის­გან და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს 13 ადა­მი­ა­ნი.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­თხოვ­ნას ჩვე­ნი შოუს კონ­ცერ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. პირ­ველ რიგ­ში მო­თხოვ­ნა მო­დის მა­ყუ­რებ­ლის­გან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე უჩ­ნდე­ბა სურ­ვი­ლი იმ ადა­მი­ანს, რომ­ლებ­საც თა­ვი­სი რე­გი­ო­ნის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის გა­ხა­რე­ბა სურს ჩვე­ნი კონ­ცერ­ტე­ბით.

„მო­თხოვ­ნა­დე­ბი" ვართ აგ­რეთ­ვე ოპო­ზი­ცი­უ­რი მე­დი­ის­თვი­საც, რად­გან ამ­დენ დროს და მცდე­ლო­ბას არ აკ­ლე­ბენ ჩვენს „გა­შა­ვე­ბას" და სა­დაც „ღა­მის შოუს" ამო­ი­კი­თხა­ვენ მხო­ლოდ ჩვენ გვა­კავ­ში­რე­ბენ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა არხს სა­კუ­თა­რი „ღა­მის შოუ" აქვს. მად­ლო­ბა, რომ სულ გახ­სო­ვართ და სა­დაც არ ვართ, იქაც ჩვენ რომ გე­ლან­დე­ბით.

ბო­ლოს გვინ­და მივ­მარ­თოთ ჩვენს გულ­შე­მატ­კივ­რებს: ჩვენ თქვენ­თვის ვმუ­შა­ობთ, მუხლჩა­უხ­რე­ლად, გულ­წრფე­ლად და რაც მთა­ვა­რია პა­ტი­ოს­ნად. ამას თქვენ გე­უბ­ნე­ბით, ჩვენს მა­ყუ­რებ­ლებს, თო­რემ ვინც სა­პი­რის­პი­როს დამ­ტკი­ცე­ბას ცდი­ლობს, მათ ზუს­ტად იცი­ან რომ იტყუ­ე­ბი­ან" - წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×