რეზონანსი
02.11.2022

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან 2 წელზე მეტი გავიდა. ამ საქმეზე 17 ახალგაზრდა გაასამართლეს. 14 მათგანი დღემდე პატიმრობაშია. როგორც იურისტი, გიორგი შაქარაშვილის მამის ბიძაშვილი, მირიან ნიკოლაძე ,,სარკესთან” ამბობს, ოჯახი გამოძიებით კმაყოფილია, რადგან ყველა სათანადოდ და კანონის შესაბამისად ისჯება, თუმცა მსჯავრდებულების ოჯახის წევრები განაჩენს ასაჩივრებენ. ისინი დღემდე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან და შაქარაშვილების ოჯახს ემუქრებიან.

„მკვლელები დადგენილები არიან და მისჯილიც აქვთ სასჯელი,  ოჯახი თვლის, რომ განაჩენი სამართლიანია. ამათი სასჯელი წარმოუდგენელი უნდა იყოს, მაგრამ რა ვქნათ, კანონს ვერ შევცვლით. სამ დამოუკიდებელ ეპიზოდზე მიდის საქმის წარმოება და სამივე გასაჩივრებულია. ერთი განზრახ მკვლელობაა, მეორე – ძალადობა და არასრულწლოვნების ეპიზოდი.

გაჰკივიან, ოჯახმა ძალით დააჭერინაო. ოჯახს ვინ ეკითხება, როცა გამოძიებით ყველა ბრალი დადგენილია?! თურმე უსამართლოდ სხედან ციხეში ჩვენი პოზიციის გამო.

ხალხი ჭკუიდან არის გადასული. იმის მაგივრად, რომ თანაგრძნობა ჰქონდეთ, საკუთარ დანაშაულს იაზრებდნენ, შვილებს მიხედონ, რომ ისინიც და თავადაც მთლად ბოლომდე არ წახდნენ, იქით ავრცელებენ უაზრო ბრალდებებს…

ემუქრებიან ოჯახს და არიან ერთ ამბავში. თამუნამ პროცესზე რომ ჩვენება მისცა, შეურაცხყოფას აყენებდნენ. მოსასმენად რომ მივიდნენ, მაშინაც შეურაცხყვეს. რა ბოდიში, რის ბოდიში…

დედებმა ლანძღეს და წყევლეს თამუნა. შვილმკვდარ დედას რომ შეურაცხყოფას აყენებ… ასეთები ზრდიან სწორედ მკვლელებს", - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

"სარკე"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×