რეზონანსი
01.11.2022

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

"მე მაინც იმ აზრზე ვარ, რომ თუ ადამიანი თავისი ნათქვამის ან საქციელის გამო ბოდიშს მოიხდის, ის ბოდიში უნდა მივიღოთ!

მნიშვნელობა არ აქვს მაყაშვილი იქნება თუ მუხრან-ბატონი!

აქ ანგელოზი არავინ ვართ და, - იმიტომ!

ჩვენც შეგვშლია და შეგვეშლება!

თავს ნუ დაიიმედებთ, - შეგვეშლება!

ადამიანები ვართ და, - იმიტომ!

ახლა ბათუმის თეატრის გადაწყვეტილების შესახებ:

ვფიქრობ, ამ ვითარებაში თეატრმა გონივრული გადაწყვეტილება მიიღო მაყაშვილის რეპერტუარიდან მოხსნით (სამსახურიდან არ გაუშვიათ!), - უპირველესად, ბათუმელი მაყურებლისთვის იქნებოდა მიუღებელი მისი სცენაზე დანახვა!

იმიტომ კი არა, რომ მაყაშვილმა ქვეყანა დააქცია!

არა!

იმიტომ, რომ ახლა საზოგადოებრივი აზრი საქართველოში და, განსაკუთრებით, აჭარაში მაყაშვილის წინააღმდეგაა!

ამიტომ მგონია, რომ თეატრი ამ გადაწყვეტილებით, უპირველესად, თამარ მაყაშვილს დაეხმარა!

დაფიქრდება და თვითონაც მიხვდება, რომ ამ ვითარებაში ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება!

მე არასოდეს მივესალმები ადამიანის ჩაქოლვას, განადგურებას, მიუხედავად იმისა (და ამის გათვალისწინებითაც!), რა თქვა ამ ადამიანმა ადრე და როგორ მოიქცა!

იმიტომ, რომ ხელში აღებულმა ქვამ თუ ტკივილი არ განგაცდევინა, ადამიანობისგან დაგცლის!

შენ არ უნდა მოიქცე ისე, როგორც ის სხვა, ვისი საქციელიც არ მოგწონს!

ქრისტიანული მიმტევებლობისკენ არ მოგიწოდებთ, - თავს არ მივცემ ამის უფლებას!

უბრალოდ, ჩემთვის ვფიქრობ და ხმამაღლა გამომივიდა!

მაპატიეთ!"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×