რეზონანსი
31.10.2022

მოდელი ნეკა დოროყაშვილი, რომელიც ყოფილ ქმარს ძალადობაში ადანაშაულებდა სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ მიუხედავად მძიმე პერიოდისა, არ აპირებს კარიერაზე უარის თქმას.

„ბოლო კვირები ძალიან მძიმე იყო ჩემთვის, მოვახერხე დაბრუნება და ისევ სოციალურად აქტიური გავხდი.

მე მაქვს პასუხისმგებლობა საერთაშორისო ბრენდებთან, სააგენტოებთან და პარტნიორებთან, მაქვს პასუხისმგებლობა თქვენ მიმართ, მყავს თითქმის 400 ათასი მიმდევარი, უბრალოდ ვერ გავქრები, რადგან თავს კარგად არ ვგრძნობ ეს არ არის საბაბი...

მანამდეც კი ვცდილობდი ნაკლები სიხშირით გამომექვეყნებინა, რათა არ მქონოდა გადაკვეთა მიმდინარე სასამართლო პროცესებთან, მაგრამ როგორც ჩანს ამას მნიშვნელობა არ აქვს, უფრო მეტიც, ვფიქრობ, არასწორია ამის გამო კარიერის შენელება და კონტრაქტების გაუქმება.

ახლა დავბრუნდი, მეტი სიხშირით, მეტი აქტივობით და ვეცდები ყველაფერი გაგიზიაროთ რაც შემიძლია, მიყვარხართ", - წერს ნეკა დოროყაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×