რეზონანსი
30.10.2022

საფრანგეთი–საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში მომღერალ ეკა კვალიაშვილის შესახებ წერს და მას ქვეყნიდან წასვლის გამო გავრცელებული განცხადების შესახებ უპირისპირდება.

„აი, ეს გახლავთ ირაციონალური აზროვნების სამაგალითო ნიმუში. ადამიანი მადლობას უხდის „პატრონს", რომელიც ლუკმას უგდებს, მონობის და კუდის ქიცინის სანაცვლოდ, თუმცა სულაც არ აწუხებს ის, რომ ამ ხნის განმავლობაში მას მხოლოდ თევზის ჭამა ასწავლეს და არა მისი დაჭერა. სამადლო ლუკმის მიუხედავად ის მაინც გარბის... მაგრამ მაინც მადლობას უხდის მას, ვინც საქმე გასაქცევად გაუხადა. გარბის... სამწუხაროდ ალბათ ისევ რუსეთში, თორემ მისი კონკურენტუნარიანობა ევროპას და ამერიკას რომ ვერ გაქაჩავს, თავად უკეთ იცის“, - წერს ნუგზარ სულაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×