რეზონანსი
29.10.2022

მხატ­ვარ­მა და დი­ზა­ი­ნერ­მა თათა ვარ­და­ნაშ­ვილ­მა ქარ­თულ მო­და­ში თა­ვი­სი სი­ტყვა ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ბოლო წლებ­ში თქვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბით და საქ­მით გახ­და. თუმ­ცა დიდი ხა­ნია, ფაქ­ტობ­რი­ვად არ­სად ჩანს. მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბას თით­ქმის აღარ ეკონ­ტაქ­ტე­ბა.

რა მოხ­და, სად გაქ­რა და სა­ერ­თოდ რას აკე­თებს ერთ დროს ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რი? - ამის შესახებ თავად თათა ვარ­და­ნაშ­ვილ­ საუბრობს.

„მეც მინ­და, 2000-იან წლებ­ში დაბ­რუ­ნე­ბა მენ­ტა­ლუ­რად, მაგ­რამ ცნო­ბი­ე­რად მიძ­ნელ­დე­ბა... რო­გო­რი უც­ნა­უ­რიც არ უნდა იყოს, გუ­შინ ძველ თბი­ლის­ში დავ­დი­ო­დი და ერთ პა­ტა­რა, მი­ტო­ვე­ბულ სარ­დაფს ვე­ძებ­დი, რო­მელ­საც და­ვი­ქი­რა­ვებ, ან ვი­ყი­დი და ცხოვ­რე­ბას ახ­ლი­დან და­ვი­წყებ... მერე სახ­ლში რომ დავ­ბრუნ­დი, პირ­ვე­ლი ზარი შენი იყო, გა­დავ­წყვი­ტე, ინ­ტერ­ვი­უ­ზე დაგ­თან­ხმე­ბო­დი. ძი­რი­თა­დად, ჟურ­ნა­ლის­ტებს უარს ვე­უბ­ნე­ბი...

გუ­შინ ჩემი ბავ­შვო­ბის ქუ­ჩე­ბი მო­ვი­ა­რე, სა­დაც სკო­ლის მოს­წავ­ლე დავ­დი­ო­დი და სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ბა­რე­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი. ვიხ­სე­ნებ­დი ჩემს ბავ­შვურ ოც­ნე­ბებს, შთა­გო­ნე­ბის წყა­რო­ებს. ეს ცნო­ბი­ე­რე­ბა მთაწ­მინ­დი­დან იწყე­ბა, რად­გან მამა მამა და­ვით­ზე მა­ტა­რებ­და და გა­მო­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­ზე მიყ­ვე­ბო­და. მა­მა­ზე ად­რე­ულ წლებ­ში ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ხში­რად ვსა­უბ­რობ­დი, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, მას­ზე ახლა წარ­სულ­ში მო­მი­წევს ლა­პა­რა­კი. შარ­შან ნო­ემ­ბერ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ახლა 6-ში წლის­თა­ვია... ადრე რა­საც ვა­კე­თებ­დი, ყვე­ლა­ფე­რი იმის­თვის იყო, რომ მამა გა­მე­ხა­რე­ბი­ნა. გუ­შინ ვფიქ­რობ­დი, მა­მა­ჩემ­მა ასე­თი რომ მნა­ხოს, რო­გო­რიც ახლა ვარ, გა­ვუ­ხარ­დე­ბი?!. მოდი, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თო იმის­თვის, რომ მამა გა­ვა­ხა­რო... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან მტკი­ვა ფეხი და სი­ა­რუ­ლი მი­ჭირს, მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი ჩა­ვიც­ვი და გა­რეთ ამი­ტომ გა­ვე­დი", - განაცხადა თათამ და იმის შესახებაც ისაუბრა, თუ რა იწვევს ფეხის ტკივილს.

„მარ­ჯვე­ნა ფე­ხის ტერფში გან­ლე­უ­ლი მაქვს ხრტი­ლი. რო­დე­საც 2015 წელს იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, სამ­სა­ხუ­რი­დან, ანუ ფაბ­რი­კი­დან წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, ორ თვე­ში ხერ­ხემ­ლის სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლი და­მე­წყო...

რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფოს ჩემი სას­წავ­ლე­ბე­ლი გა­და­ვე­ცი, სა­დაც სამ­ხედ­რო სამ­რეწ­ვე­ლო კომ­პლექ­სი და­არ­სდა, იქ 2010 წლი­დან 2015 წლამ­დე სამ­ხედ­რო პრო­დუქ­ცი­ას ვა­წარ­მო­ებ­დით, სამ­ხედ­რო ეკი­პი­რე­ბას ვკე­რავ­დით. ბა­თინ­კი რთუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სით მზად­დე­ბო­და. მიმ­დი­ნა­რე­ობ­და პო­ლი­უ­რე­თა­ნის გამ­დიდ­რე­ბის პრო­ცე­სი. ამ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სის და­ნერგვა მარ­ტოს მი­წევ­და. ფაქ­ტობ­რი­ვად, ვსუნ­თქავ­დი რთულ ტოქ­სი­კურ ნივ­თი­ე­რე­ბას, წარ­მო­ე­ბი­დან პრაქ­ტი­კუ­ლად არ გა­მოვ­დი­ო­დი, ღა­მის 4 სა­ა­თამ­დე ვი­ყა­ვი ხოლ­მე. სა­ნამ იმ სივ­რცე­ში ვი­ყა­ვი, ვერ ვგრძნობ­დი. სა­ბო­ლო­ოდ, ის ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ხერ­ხე­მალ­ში ჩა­მე­კი­რა, რა­მაც სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლი გა­მო­იწ­ვია, გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­მე­ზღუ­და და კუნ­თე­ბის ატრო­ფი­ამ­დე მი­ვე­დი. ვე­ღარ დავ­დი­ო­დი, სა­ჭეს­თან ვერ ვჯდე­ბო­დი...

მერე ვი­ვარ­ჯი­შე, თავი ვა­ი­ძუ­ლე, რომ სი­ა­რუ­ლი თა­ვი­დან მეს­წავ­ლა, თხი­ლა­მუ­რებ­ზე თა­ვი­დან დავ­მდგა­რი­ყა­ვი, ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, როცა ცურ­ვა შევ­ძე­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემს თავ­შიც გა­დავ­ლა­ხე", - განაცხადა მან და თქვა, რომ ჯერ ვერ იპოვა სარდაფი, რომელსაც ეძებს.

„ჯერ ვერა, მაგ­რამ ჩემს თავს დავ­პირ­დი, მი­უ­ხე­და­ვად იმ ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი­სა, რო­გორ­ღაც ჩემს გზას უნდა და­ვუბ­რუნ­დე. სა­დღაც უნდა მოვ­ძებ­ნო პა­ტა­რა სივ­რცე, რო­გორც ადრე მოვ­ძებ­ნე და სა­ი­და­ნაც და­ვი­წყე კი­დეც კა­რი­ე­რა­ში ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა... მინ­და, და­ვუბ­რუნ­დე, ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბით მოღ­ვა­წე­ო­ბას. იმას, რაც შე­მოქ­მე­დე­ბი­დან პე­და­გო­გო­ბამ­დე გა­ვი­ა­რე".

როგორც თავად ამბობს, იძულებული გახდა სახელი და გვარი შეეცვალა.

„გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ჩემი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის და იმ თავ­გა­და­სავ­ლის გამო, რო­მე­ლიც გა­დამ­ხდა, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, სა­ხე­ლი და გვა­რი შე­მეც­ვა­ლა. უკვე შვი­დი წე­ლია, დე­დის მა­მის გვარს ვა­ტა­რებ და დიდი ბე­ბი­ე­ბის სა­ხე­ლი მქვია - ანნა-მა­რია ხო­დე­ლი ვარ.

2015 წელს სა­ხელ­მწი­ფომ გა­და­წყვი­ტა, ფაბ­რი­კა­ში, რო­მე­ლიც მე შევ­ქმე­ნი, სა­დაც ხელ­მძღვა­ნე­ლად ვმუ­შა­ობ­დი, აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტო­რად და­ე­ნიშ­ნათ ჩემი მა­მი­დაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც გვა­რად ვარ­დი­აშ­ვი­ლია. ამან ის გა­მო­იწ­ვია, რომ ვერ არ­კვევ­დნენ, ვისი ხელ­მო­წე­რა იყო, ვარ­და­ნაშ­ვი­ლის თუ ვარ­დი­აშ­ვი­ლის... ...მერე გან­ცხა­დე­ბა რომ დავ­წე­რე და სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მო­ვე­დი, ავ­ტო­მა­ტუ­რად იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში წა­ვე­დი და სა­ხე­ლი და გვა­რი შე­ვიც­ვა­ლე... ჯერ ერთი, შემ­რცხვა იმ ყვე­ლაფ­რის, რომ სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რებ­მა არ და­მინ­დეს. მე­ო­რეც, რა­ღაც­ნა­ი­რად მო­მინ­და, რომ ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და­მე­წყო და ამ ახალ ცხოვ­რე­ბა­ში ფეხი ახ­ლად ამედ­გა. ბავ­შვი რომ იბა­დე­ბა, რა­ღაც პე­რი­ო­დი ხომ სჭირ­დე­ბა, სა­ნამ ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა. ასე­თი გზა გა­ვი­ა­რე... სტაგ­ნა­ცია მქონ­და, რო­გორც ვთქვი, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი მქონ­და. მაგ პე­რი­ოდ­ში სარ­კე­ში რომ ვი­ყუ­რე­ბო­დი, ჩემს თავს არ ვგავ­დი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მო­ჩე­ნა არ მინ­დო­და და ტაიმ-აუტი ავი­ღე. მაგ­რამ რაც ბე­ბია გავ­ხდი, მივ­ხვდი, რომ ასე აღარ გა­მო­ვა".

მან ცოტაოდენი მომავლის გეგმებზეც ისაუბრა.

„მო­მა­ვალ­ში რა­საც გა­ვა­კე­თებ და ახალ სა­ხელს და გვარს ახალ ნა­მუ­შე­ვარს მი­ვა­წერ, ზო­გის­თვის იქ­ნე­ბა რო­გორც ფსევ­დო­ნი­მი, ზო­გის­თვის ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნი­ლი მხატ­ვა­რი, ან პო­ე­ტი, ლი­ტე­რა­ტო­რი, ბავ­შვო­ბი­დან ლექ­სებ­საც ვწერ - სულ ერ­თია, თუნ­დაც წერ­ტი­ლი შე­მოქ­მე­დე­ბა­ში. ეს კი ზო­გის­თვის სა­მო­მავ­ლოდ შე­იძ­ლე­ბა შთა­გო­ნე­ბის წყა­რო გახ­დეს. თუმ­ცა და­ი­ვი­წყო ის ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც გა­და­ი­ტა­ნე, რო­მე­ლიც გა­ნად­გუ­რებს, რთუ­ლია. უი, თათა ვარ­და­ნაშ­ვი­ლი ხარ? სად ხარ? აღარ ჩან­ხარ... ამას ჯო­ბია, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახ­სოვ­დე, რომ იყა­ვი ადა­მი­ა­ნი, გქონ­და შე­მოქ­მე­დის ის წერ­ტი­ლი, როცა ადა­მი­ა­ნებს ახა­რებ­დი. სა­სურ­ვე­ლია, ყვე­ლას ასე­თი ახ­სოვ­დე, ვიდ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან მოკ­ვე­თი­ლი, არა­ვინ რომ არ გკი­თხუ­ლობს, ვი­ღას რა­ღა­ში სჭირ­დე­ბი... ეს არც მინ­და და­ვუშ­ვა. ამ რა­ღა­ცებ­ზე რომ არ ვი­ფიქ­რო, ამი­ტომ ახა­ლი პი­როვ­ნე­ბა და­ვი­ბა­დე.

ამ ყვე­ლა­ფერ­ზე სა­ერ­თოდ აღარ უნდა ვი­ფიქ­რო და და­ვი­წყო ახა­ლი ცხოვ­რე­ბა. თით­ქოს აქამ­დე არც არა­ფე­რი მი­კე­თე­ბია, არც არა­ვინ ვყო­ფილ­ვარ, არც არა­ფე­რი მომ­ხდა­რა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში... მერე რა, თუ შენს სა­კე­რავ მან­ქა­ნა­საც გარ­თმე­ვენ, რო­მე­ლიც 26 წლის წინ იმ სარ­დაფ­ში გედ­გა, სა­ი­და­ნაც საქ­მე და­ი­წყე?! მერე, რა, რომ მან შენი პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში როლი ითა­მა­შა და რო­მე­ლიც ბი­ძამ გა­ჩუ­ქა და იმა­საც არ გა­ტა­ნენ შენი კა­ბი­ნე­ტი­დან, გე­უბ­ნე­ბი­ან, - შენი არ არის... ახლა ჩემს თავს უნდა და­ვუმ­ტკი­ცო, რომ მე საქ­მე შე­მიძ­ლია!", - თქვა თათა ვარდანაშვილმა.

წყარო: ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×