რეზონანსი
07.10.2022

თბილისში 70 წლის ქალს, იზო ელიავას ეძებენ. ინფორმაცია თავდაპირველად ჯგუფ „ვეძებში" შვილიშვილმა გაავრცელა და თან ფოტოები დაურთო.

„არ ვიცი, როგორ დავიწყო მაგრამ ბევრის დაწერას ვერ შევძლებ... უბრალოდ, ძალიან გთხოვთ, ვინმეს სადმე თუ შეგხვდათ, თვალი თუ მოკარით, ნებისმიერი ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის.

გუშინ, დღის საათებში გავიდა სახლიდან წერილი დატოვა, რომ ყველას ბოდიშს გვიხდის და გვემშვიდობება.

ტელეფონი გათიშა და მის შემდეგ ვეძებთ პოლიციასთან ერთად.

გეხვეწებით, დამეხმარეთ პოვნაში. თუ შეძლებთ გააზიარეთ, რომ მეტმა ადამიანმა ნახოს.

(და ბე, ამას თუ კითხულობ, გემუდარები, დაბრუნდი. ხომ იცი, რომ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე შენ ხარ ჩვენთვის).

ამ ნომრებზე დამიკავშირდით: 597 79 66 69, 579552665", - წერს შვილიშვილი ჯგუფში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×