რეზონანსი
07.10.2022

ტელეწამყვანი, ლიკა ევგენიძე ბავშვზე წერს, რომლის ამბავმაც მთელი საქართველო შეძრა. 7 წლის ილიას შიმშილისგაან გული წაუვიდა. ევგენიძე წერს, რომ კეთილმა ადამიანებმა ბავშვის ოჯახის დასახმარებლად თანხა გაიღეს.

„მეგობრებო, უკვე შეგროვდა ბინის ფული! სიხარულისგან მეტირება! დიდი მადლობა თქვენ! 8797 ლარია ამ მომენტში ჩემს და Salo Samushiaს ანგარიშზე ერთად. 1 წლიანი კონტრაქტით ვიქირავებთ ბინას. 1 წელიწადში ის შენობა სადაც ცხოვრობდნენ უნდა დაინგრეს და უკვე ინვესტორებმა უნდა უქირაონ, იქამდე სანამ ბინას მიიღებენ. ასევე უამრავი კეთილი ადამიანი გამოჩნდა, ვინც ტანსაცმელი, საკვები და ბავშვების ნივთები გაიმეტა. ასევე შემეხმიანა ადამიანი, ვინც მზად არის კომუნალურების გადახდაც აიღოს თავის თავზე.

რაც ფული დარჩება, იმას მოვახმართ, ბავშვებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმანს. სიკეთე და ერთიანობა გადაარჩენს ამ ქვეყანას

მეგობრებო, ასევე ვდებ ფეხსაცმელების ზომებს - დედა 37 ილია 34 რატი 23 ", - წერს ევგენიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×