რეზონანსი
07.10.2022

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე საქართველოს საერთაშორისო სახელის შეცვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს. მისი აზრით, საქართველოს საერთაშორისო სახელი ჯორჯიაა და კარგი იქნება თუ ეს დარჩება, რადგან ჩვენ ქვეყანას ყველაზე მეტად ეს სახელი შეეფერება და არა საკარტველო ან „გრუზია“.

"თურმე საერთაშორისო სახელის შეცვლას რომ ვაპირებთ, იცოდით? პირველად გავიგე, მეგობრის კედელზე წავიკითხე დღეს. ლიეტუვას უკვე აუტაცებია კიდეც და "საკარტველას" (კუდმაკრატელას გავს თან) გვეძახის და "კარტველა" ხალხად მოგვიხსენიებს. ხოდა 30 წელი მოვანდომეთ, დავემახსოვრებინეთ სხვა დედამიწელებს, რომ ქვეყანა გვაქვს და ვარსებობთ და ახლა თავიდან უნდა გავეცნოთ და ავუხსნათ, რომ კარტველა ხალხი ვართ. არადა გეორგია ანტიკურ ხანაში დაგვარქვეს ბერძნებმა. მიწადმოქმედთა ქვეყანას ნიშნავდა და ვინ იცის, გეასთანაც გვაკავშირებდნენ. გეა დედამიწას აღნიშნავდა და იმავდროულად გეა ითვლებოდა გიგანტების, ერინიებისა და ფერიების დედად, ასევე ადამიანთა დამბადებლად და მკვდართა მეფედ. მოკლედ, სანამ ღვთისმშობლის წილხვედრად გამოვაცხადებდით თავს, დედამიწის დედას "ვებარებოდით" ფაქტიურად. ხოდა ეს მშვენიერი სახელი გეორგია აგვერჩია, პირიქით, რაღა "პროფილის სახელს" ვიცვლით, რომ ფრენდებმა ვეღარ გვიცნონ? როგორია ამ საკითხზე თქვენი აზრი კარტველა ხალხო?" - დაწერა ფანჯიკიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×