რეზონანსი
06.10.2022

მუსიკოსი სტეფანე მღებრიშვილი საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკას ამსტერდამისას ადარებს. მღებრიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო ამ მიმართულებით დაწინაურდა და დღეს უკვე ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანებს კი არ იჭერენ, არამედ ამსტერდამის მსგავსად სთხოვენ, რომ უცნობი ნივთიერება არ მოიხმარონ.

"ადრე მახსოვს ამსტერდამში ჩავედი, ალბათ 15 წლის წინ, ან მეტის... ხო და იქ ყველა ეკრანზე იყო რეკლამა: "არ მიიღოთ ისეთი ნარკოტიკი, რისი შემადგენლობაც არ იცით"

ძალიან ახალაგაზრდა ვიყავი, თან ჩვენი ქვეყნიდან ჩასული, სადაც ნარკოტიკების მოხმარებაზე ციხეში ალპობდნენ. ჩემთვის ვფიქრობდი, რა უცნაური თხოვნაა, ანუ მიიღეთ ნარკოტიკი, ოღონდ რაც იცით ის, უცხო დილერებისგან არ იყიდოთო, მაგრამ ნაცნობებისგან იყიდეთო... ვა, ვფიქრობდი, სად არაინ ესენი გასულები...

კი დადგა ეს დღეც საქართველოში, აცხადებენ, თუ შემადგენლობა არ იცით, ეგეთი ნარკოტიკი არ მიიღოთო, რაც იცით ის მიიღეთო ფაქტობრივად...წავსულვართ წინ

მეც მგონია რომ კატეგორიული აკრძალვა ყოველთვის უარყოფითად მუშაობს. უნდა აუხსნან ადამიანებს სწორად.

ფრთხილად იყავით მეგობრებო, მართლა ბევრი ადამიანი დაიღუპა და არ ენდოთ არავის, შხამია შემოსული მართლა", - წერს სტეფანე მღებრიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×