რეზონანსი
06.10.2022

„ორი ნაბიჯის“ ერთ-ერთ ფილიალში მთვრალი უცხოელი თანამშრომლებსა და მომხმარებლებს თავს დაესხა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მამაკაცმა მიიჩნია, თითქოს, მას არასწორად დაუანგარიშეს თანხა და ამის გამო მაღაზიის ყველა თანამშრომელს შეურაცხყოფა მიაყენა, ერთ-ერთ ქალბატონს კი ფიზიკურადაც გაუსწორდა.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნათია ბერიძე გამოეხმაურა:

„ვიღაც უცხოელმა რომ „ორ ნაბიჯში“ ყველაფერი დალეწა, ქალი სცემა და გოგოებს შეურაცხყოფა მიაყენა, ამაზე რეაგირება იმედია მოხდა ხო?! 

ჯერ ეს კაცები რომ ყრიხართ იქ და კივით გარეთ გაუშვიო, გარეთ კი არა ბიჭო, თქვენი იმედი უნდა გვქონდეს?!

ისე უნდა დალეწო ეგ ნაგავი, რუკაზე საქართველო ვეღარასდროს იპოვოს, სულ დაავიწყო მკვდარი და ცოცხალი! ესენი კიდე გარეთ გაუშვიო! ეგაა თქვენი კაცობა, ლიბერალიზმი და ჯანდაბა!

კაცის იმედი რომ ვეღარ გაქვს ამ ქვეყანაში!  აი, ვინც ამ ტიპს თითი არ დაადო, მერე კომენტარებში ამართლებდა, ალბათ, წყობიდან გამოიყვანესო, ყველას გისურვებთ, თქვენს შვილებს, დედებს, დებს და ცოლებს შეხვდეს ეგეთი და სხვებმა შორიდან უყურონ და გაამართლონ თქვენსავით!“ - დაწერა ნათია ბერიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×