რეზონანსი
06.10.2022

რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში თა­ვის პო­ზი­ცი­ებს კარ­გავს, პა­რა­ლე­ლუ­რად კი, მე­დი­ა­ში სულ უფრო მეტ­ჯერ გვეს­მის ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის ალ­ბა­თო­ბა­ზე. გაჩ­ნდა კი­თხვე­ბი, რო­გორ უნდა მო­იქ­ცეთ ბირ­თვუ­ლი აფეთ­ქე­ბის დროს იმის­თვის, რომ გა­დარ­ჩეთ.

ბირ­თვულ­მა აფეთ­ქე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი და მსხვერ­პლი აფეთ­ქე­ბის, სი­ცხი­სა და რა­დი­ა­ცი­ის შე­დე­გად, მაგ­რამ შე­საძ­ლე­ბე­ლია უსაფრ­თხო­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, თუ გე­ცო­დი­ნე­ბათ რო­გორ მო­იქ­ცეთ ასეთ დროს და რა უნდა გა­ა­კე­თოთ, თუ ეს მოხ­დე­ბა.

აფეთ­ქე­ბა ყვე­ლა­ზე სა­ში­შია დე­ტო­ნა­ცი­ის შემ­დეგ პირ­ველ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, რად­გა­ნაც სწო­რედ ამ დრო­საა რა­დი­ა­ცი­ის უმაღ­ლე­სი დონე. აფეთ­ქე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 10-15 წუთი სჭირ­დე­ბა რა­დი­ა­ცი­ის გაბ­ნე­ვას და ეს საკ­მა­რი­სი დროა იმის­თვის, რომ რა­დი­ა­ცი­უ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბა ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც აი­რი­დოთ თა­ვი­დან შემ­დე­გი მარ­ტი­ვი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმით:

- შე­დით უახ­ლო­ეს შე­ნო­ბა­ში

- რა­დი­ა­ცი­ის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად სა­უ­კე­თე­სოა ბე­ტო­ნის ან აგუ­რის შე­ნო­ბა. გა­ი­ხა­დეთ და მო­ი­შო­რეთ და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი სა­მო­სი, რო­მე­ლიც გა­რეთ ყოფ­ნის დროს გეც­ვათ, აუ­ცი­ლებ­ლად გა­იწ­მინ­დეთ და ჩა­მო­ი­ბა­ნეთ სხე­უ­ლის ის ნა­წი­ლე­ბი, რო­მე­ლიც გი­ჩან­დათ გა­რეთ კოფ­ნის დროს და ერ­თგვა­რად და­უც­ვე­ლი იყო, ასე­ვე აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­ბა­ნეთ, თუ აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ ნა­ლე­ქის მოს­ვლის დროს, გა­რეთ აღ­მოჩ­ნდით.

- ხე­ლის სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბა არ და­გი­ცავთ. მო­ე­რი­დეთ თვა­ლებ­ზე, პირ­ზე ცხვირ­ზე შე­ხე­ბას თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია. არ გა­მო­ი­ყე­ნოთ სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხელ­საწ­მენ­დი, მისი შე­ხე­ბა კან­ზე ასეთ დროს არ შე­იძ­ლე­ბა.

- გა­და­დით სარ­დაფ­ში, ან შე­ნო­ბის შუა ნა­წილ­ში. მო­ე­რი­დეთ გარე კედ­ლებ­თან, ფან­ჯრებ­თან ყოფ­ნას. შე­ე­ცა­დეთ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ დის­ტან­ცია იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც არ ცხოვ­რობთ. თუ თავ­შე­სა­ფარ­ში ხართ, ატა­რეთ ნი­ღა­ბი.

- დარ­ჩით შინ

- დარ­ჩით შე­ნო­ბა­ში მი­ნი­მუმ 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუ ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სხვაგ­ვარ მი­თი­თე­ბას არ მოგ­ცემთ. გა­ნაგ­რძეთ სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის დაც­ვა, ნიღ­ბის ტა­რე­ბა. და­ი­ცა­ვით იმ ადა­მი­ა­ნებ­თან დის­ტან­ცია ვის­თან ერ­თა­დაც არ ცხოვ­რობთ, მი­ნი­მუმ ორი მეტ­რის მან­ძილ­ზე. გა­რეთ არ გა­უშ­ვათ ცხო­ვე­ლე­ბი.

- თვალ-ყური ადევ­ნეთ ინ­ფორ­მა­ცი­ას

- მი­ა­დევ­ნეთ თვა­ლი ბოლო ცნო­ბებს - რო­დის არის უსაფრ­თხო გა­რეთ გას­ვლა, აკონ­ტრო­ლეთ ად­გი­ლე­ბი, რო­მე­ლიც უფრო სა­ში­შია და ნაკ­ლებ სა­ში­ში. ამ ყვე­ლა­ფერს ახა­ლი ამ­ბე­ბი­დან გა­ი­გებთ და შე­ი­ტყობთ, რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა გა­რეთ გას­ვლა. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ბირ­თვუ­ლი აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ, რა­დიო (ბა­ტა­რე­ა­ზე მო­მუ­შა­ვე) იმუ­შა­ვებს. მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის, ტე­ლე­ვი­ზი­ის მუ­შა­ო­ბა, ასე­ვე ინ­ტერ­ნეტ სერ­ვი­სე­ბი შე­საძ­ლოა, შე­ფერ­ხდეს, ან მი­უწ­ვდო­მე­ლი იყოს.

- წი­ნას­წარ იცო­დეთ ის ად­გი­ლე­ბი, რო­მელ­საც თავ­შე­საფ­რად გა­მო­ი­ყე­ნებთ

- მო­ახ­დი­ნეთ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა იმ ად­გი­ლე­ბის, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა თავ­შე­საფ­რად გა­მო­გად­გეთ. უკე­თე­სია, რომ ეს იყოს მი­წის­ქვე­შა თავ­შე­სა­ფა­რი, ან შე­ნო­ბის შუა ნა­წი­ლი. თავ­შე­სა­ფარ­ში მი­ნი­მუმ 24 სა­ა­თი მო­გი­წევთ ყოფ­ნა, ამი­ტო­მაც დაგ­ჭირ­დე­ბათ შე­სა­ბა­მი­სი მა­რა­გი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის, სა­მო­სის, საკ­ვე­ბის და წყლის. არ და­გა­ვი­წყდეთ რა­დიო, რათა მი­ი­ღოთ ინ­ფორ­მა­ცია ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, ან ინ­ტერ­ნე­ტის გა­თიშ­ვის შემ­დეგ. რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, რომ სამი დღის მა­რა­გი მა­ინც შე­ი­ნა­ხოთ.

- მო­ი­მა­რა­გეთ ზე­და­პი­რე­ბის სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, სა­პო­ნი, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის სპე­ცი­ფი­კუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი. მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ჩათ­ვლით. ნუ და­ი­ვი­წყებთ ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­საც. გქონ­დეთ ე.წ. ფა­უ­ერ­ბან­კე­ბი.ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ, თა­ვი­დან აი­რი­დოთ გა­რეთ გას­ვლა იმ დროს, როცა ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­ში­შია.

- თუ გაფრ­თხი­ლე­ბენ გარ­და­უ­ვა­ლი თავ­დას­ხმის საფრ­თხე­ზე, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­დით თავ­შე­სა­ფარ­ში, მო­შორ­დით ფან­ჯრებს. ეს და­გი­ცავთ აფეთ­ქე­ბის დროს დას­ხი­ვე­ბის, ან დამ­წვრო­ბის მი­ღე­ბის­გან. თუ ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლი ხართ, არ დაბ­რუნ­დეთ, სა­ნამ კონ­კრე­ტულ მი­თი­თე­ბას არ მოგ­ცე­მენ და არ გე­ტყვი­ან, რომ დაბ­რუ­ნე­ბა უსაფრ­თხოა.

- უსაფრ­თხოა იმ საკ­ვე­ბის ჭამა, სას­მე­ლის და­ლე­ვა, რო­მე­ლიც შე­ფუ­თულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­ნო­ბა­ში იყო. არ მი­ი­ღოთ საკ­ვე­ბი, რო­მე­ლიც ღია ცის ქვეშ იყო აფეთ­ქე­ბის დროს.

ბირ­თვულ აფეთ­ქე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საფრ­თხე­ე­ბი:

- აფეთ­ქე­ბის კაშ­კა­შა სი­ნათ­ლემ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს დაბრმა­ვე­ბა. აფეთ­ქე­ბის ტალ­ღამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლი, და­ზი­ა­ნე­ბა, დამ­წვრო­ბა აფეთ­ქე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბი­თაც.

- რა­დი­ა­ცი­ამ შე­იძ­ლე­ბა და­ა­ზი­ა­ნოს სხე­უ­ლის უჯრე­დე­ბი, დიდ­მა ზე­მოქ­მე­დე­ბამ კი გა­მო­იწ­ვი­ოს რა­დი­ა­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბა.

- აფეთ­ქე­ბას, გარ­კვე­უ­ლი წუ­თე­ბის შემ­დეგ, თან ახ­ლავს ჭუ­ჭყის, "ნამ­სხვრე­ვე­ბის წვი­მა“ აფეთ­ქე­ბის ად­გი­ლი­დან რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა და­ა­ზი­ა­ნოს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ დროს გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბა.

არის თუ არა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი იო­დის აბე­ბის მი­ღე­ბა და და­გი­ცავთ თუ არა ის რა­დი­ა­ცი­ის­გან?

- აშშ-ის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის ცნო­ბით (CDC), კა­ლი­უ­მის იო­დი­დი, ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა ორ­გა­ნიზ­მის­თვის ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ჰორ­მო­ნე­ბის წარ­მო­ე­ბი­სას. ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მი სა­ჭი­რო იოდს იღებს საკ­ვე­ბი­დან. კა­ლი­უ­მის იო­დი­დი არ­სე­ბობს წამ­ლის სა­ხი­თაც.

CDC-ის ცნო­ბით, როცა რა­დი­ო­ლო­გი­უ­რი, ან ბირ­თვუ­ლი მოვ­ლე­ნის შემ­დეგ, ჰა­ერ­ში რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი იოდი გა­მო­ი­ყო­ფა, ის შე­იძ­ლე­ბა ფილ­ტვებ­ში მოხ­ვდეს. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, რა­დი­ო­აქ­ტი­ურ იოდს ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვედ­რის შემ­დეგ ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვა­ლი სწრა­ფად შთან­თქავს. ფა­რი­სებრ ჯირ­კვალ­ში შე­წო­ვის შემ­დეგ, რა­დი­ო­აქ­ტი­ურ­მა იოდ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის და­ზი­ა­ნე­ბა. იმის გამო, რომ კა­ლი­უ­მის იო­დი­დი ფა­რი­სებრ ჯირ­კვალ­ში რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი იო­დის შეს­ვლას ბლო­კავს, მას შე­უძ­ლია და­იც­ვას ჯირ­კვა­ლი და­ზი­ა­ნე­ბის­გან.

ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვი­ცო­დეთ, თუ რისი გა­კე­თე­ბა არ შე­უძ­ლია კა­ლი­უ­მის იო­დიდს - ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის გარ­და, მას არ შე­უძ­ლია და­იც­ვას სხე­უ­ლის სხვა ნა­წი­ლე­ბი რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი იო­დის­გან. ასე­ვე, კა­ლი­უ­მის იო­დი­დი, გარ­და რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი იო­დი­სა, სხვა რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ელე­მენ­ტე­ბის­გან ორ­გა­ნიზმს ვერ იცავს. შე­სა­ბა­მი­სად, ის ვერ ჩა­ით­ვლე­ბა დამ­ცა­ვად.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იცო­დეთ, რომ კა­ლი­უ­მის იო­დი­დი არ იცავს ადა­მი­ანს 100%-ით რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი იო­დის­გა­ნაც. რამ­დე­ნად კარ­გად დაბ­ლო­კავს ის რა­დი­ო­აქ­ტი­ურ იოდს და­მო­კი­დე­ბუ­ლია შემ­დეგ ფაქ­ტო­რებ­ზე:

1. რა დროა გა­სუ­ლი რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი იო­დით და­ბინ­ძუ­რე­ბა­სა და კა­ლი­უ­მის იო­დის მი­ღე­ბას შო­რის (რაც უფრო ადრე მი­ი­ღებს მას ადა­მი­ა­ნი ზე­მოქ­მე­დე­ბამ­დე, მით უკე­თე­სი).

2. რამ­დე­ნად სწრა­ფად შე­ი­წო­ვე­ბა სის­ხლში.

3. კა­ლი­უ­მის იო­დი­დის ერთჯე­რა­დი დოზა იცავს ფა­რი­სებრ ჯირ­კვალს 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. კა­ლი­უ­მის იო­დი­დის უფრო მეტი დო­ზით მი­ღე­ბა არ იძ­ლე­ვა მეტ დაც­ვას და შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს მძი­მე ავად­მყო­ფო­ბა, ან სიკ­ვდი­ლი.

კა­ლი­უ­მის იო­დი­დის მი­ღე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, თუ ალერ­გი­უ­ლი ხართ იოდ­ზე (თუ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ხართ ამა­ში, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თოთ ექიმს), ასე­ვე, მისი მი­ღე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, თუ გაქვთ კან­ზე გარ­კვე­უ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტი, ვას­კუ­ლი­ტი.

შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში არ­სე­ბობს პრო­ტო­კო­ლი, რომ რა­დი­ო­ლო­გი­უ­რი, ან ბირ­თვუ­ლი საფრ­თხის შემ­თხვე­ვა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა უნდა და­ე­ლო­დოს ჯან­დაც­ვის სფე­როს წარ­მო­მად­გენლ­თა მი­თი­თე­ბას იო­დი­დის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. უნდა იმოქ­მე­დოთ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, რო­მელ­საც ასეთ დროს ად­გი­ლობ­რი­ვი ჯან­დაც­ვის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გას­ცე­მენ.

ამ დრო­ის­თვის CDC არ უწევს რე­კო­მენ­და­ცი­ას კა­ლი­უ­მის იო­დი­დის მი­ღე­ბას და გან­მარ­ტავს, რომ FDA-ის მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი იო­დის და­ნა­მა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა იყოს უსაფრ­თხო­ე­ბის, ან ეფექ­ტი­ა­ნო­ბის გა­რან­ტი.

ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×