რეზონანსი
06.10.2022

მოსკოვის გარეუბანში დააკავეს ნეკროფილი, საბარგულში ქალის ცხედრით. სამართალდამცავებმა ორეხოვო-ზუევსკის რაიონში, გზატკეცილზე საეჭვო მანქანა გააჩერეს. „რია ნოვოსტის“ ცნობით, საბარგულის შემოწმებისას ქალის ცხედარი, ასევე თოჯინა და ნიჩაბი იპოვეს.

მძღოლმა მათ უთხრა, რომ არავინ მოუკლავს და ცხედარი სასაფლაოზე ამოთხარა. მისი თქმით, მან ეს გააკეთა ინტერნეტში მიღებული რჩევით, რომ ჰქონოდა სექსი გვამთან. 29 წლის ნეკროფილი ადგილზევე დააკავეს.

მიცვალებულთა ცხედრებისა და მათი სამარხების შეურაცხყოფის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. დაკავებულმა დანაშაული აღიარა.

მანამდე რუსული პრესა წერდა, რომ მოსკოველი ექვსი თვის განმავლობაში აივანზე ხალიჩაში გახვეულ 88 წლის შეყვარებულის გვამს მალავდა. სხვათა შორის, წინასწარი ექსპერტიზის დროს, სამართალდამცველებს გარდაცვლილის სხეულზე ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები არ გამოუვლენიათ. პენსიონერი დააკავეს.

პრაიმტაიმი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×