რეზონანსი
04.10.2022

მოდელი და ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, ნეკა დოროყაშვილსა და თამო ვაშალომიძის შორის კონფლიქტი გრძელდება. თამო ვაშალომიძეს მეუღლესთან პრობლემებიც შეექმნა, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

"მე და აკა შევრიგდით, უფრო სწორად, ჩვენი შერიგება განაპირობა ჩემმა ავად ყოფნამ, ოპერაციამ, რომელიც გადაუდებლად ჩამიტარდა. შევრიგდით ამ ყველაფრის ფონზე.

ძალიან რთული პერიოდი გავიარე. დაახლოებით, 10 დღე არ მელაპარაკებოდა აკა, სახლიდანაც იყო წასული. ყველაფერი გადავლახეთ, ახლა ერთად და კარგად ვართ.

მე და აკას არ გვიჩხუბია, არ არც დავშორებულვართ. უბრალოდ, ერთმანეთს არ ველაპარაკებოდით. ძალიან რთული 10 დღე მქონდა, ოპერაცია რომ არ ყოფილიყო და ცუდად არ გავმხდარიყავი, არ ვიცი, ეს პერიოდი რამდენ ხანს გაგრძელდებოდა. ყველაფრის დალაგება შეიძლებოდა ერთადერთი ბოდიშით: „ბოდიში თამო, რომ ასე ცუდად ვთქვი“ - ადვილი იყო.

ძალიან რთულია, როდესაც ქალი ქალს ეხება და რომლის ძალადობაზე ამხელა აჟიოტაჟია და ქალების სახე უნდა იყოს, [ნეკა] ქალზე ძალადობს. არ მინდოდა სასამართლო და ასეთი რაღაცები, მაგრამ იძულებული გამხადა“, - ამბობს ფოტომოდელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×