რეზონანსი
04.10.2022

მსახიობი, ჯანო იზორია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ბავშვობის მეგობარი გარდაეცვალა:

"როცა ცნობიერება ჩამომიყალიბდა იმ დღიდან ჩემად და შენად ვიგულეთ ერთმანეთი, ჩემი რუსლანი, ჩემი ჯიმაა... უძლური ვარ... აბა, რა ვთქვა... ერთს ვიტყვი, ჩვენ სიხარულით, სიყვარულით ტკივილით, ერთად ვაქროლეთ ბავშვური ჯოხის ცხენები ამ წუთისოფელში... მიორქ მიყვარხარ.

არ მჯერა შენი ასე ყოფნა. ისეთი ბილიკები გვაქვს გათელილი სადაც მე ვიცოდი შენამდე მოსასვლელი გზა და შენ ჩემამდე...

საზღვრები დაწესებულია ამ სამყაროში... მაგრამ უსაზღვრობაში შევხვდებით ერთმანეთს", - წერს იზორია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×