რეზონანსი
02.10.2022

პოეტმა გელა დაიაურმა და მისმა რჩეულმა, ეკა მანჩხაშვილმა გუშინ ჯვარი დაიწერეს. წყვილის სიხარული და ბედნიერებმა უამრავმა ადამიანმა გაიზიარა. გელა დაიაურმა სოციალურ ქსელში სამადლობელი პოსტი გამოაქვეყნა.

„ჯერ მადლობა მინდა გითხრათ, ჩემი ჩემიანებო. კეთილი და თბილი სურვილებისთვის... მერე მადლობა უფალს, რომ თავმას ჩოხელის და თომა ყალაბეგაშვილის გვერდით დაგვიყენა! მადლობა ჩვენს მეჯვარეებს, აღარ მოგნიშნავთ. მიყვარხართ და მიხარიხართ!!! მადლობა თითოეულ ადამიანს, მეგობარს, კეთილი სურვილებისთვის... თქვენი გვერდით დგომით არა მიშავს... მადლობა ჩემს მეუღლეს, ეკატერინას. მადლობა ჩვენს თბილ შვილს და ადამიანს, მარიამ სულხანიშვილს და ყველა კეთილის მსურველს!!!! მეტი აღარაფერი მკითხოთ,  ნაბახუსევზე ვარ... მაგრამ გულწრფელი მადლობა..“ - წერს დაიაური.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×