რეზონანსი
17.09.2022

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

შესაძლოა, დილას თავი შეუძლოდ იგრძნოთ, თუმცა საღამომდე ჩვეულ ფორმას დაურუნდებით. ვერძი მამაკაცები თავის გამოჩენას შეძლებენ. ეცადეთ, დიდი ხნის უნახავ მეგობართან შეხვედრისთვის დრო გამონახოთ.

კურო

ეცადეთ ნებისმიერი სახის ურთიერთობას მოერიდოთ და საკუთარ ფიქრებთან განმარტოვდეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე სიტუაცია ყურადღებით შეისწავლოთ. ამ შემთხვევაში ბიზნესგარიგება სასურველ მოგებას მოგიტანთ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა ბიზნესმენი და შემოქმედი ტყუპებისთვის. საოჯახო საქმეები დიდ დროს წაგართმევთ და შესაძლოა, საღამოს დაგეგმილი საქმეების გადადება მოგიწიოთ. პლანეტების განლაგება საქმიანი შეხვედრების წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

კარგი დღეა ახალი პროექტის დაწყებისთვის. ბევრი გადაუდებელი საქმე გელით, რაც თქვენგან მაქსიმალურ სიმშვიდეს მოითხოვს. გამორიცხული არ არის, რომ ძველმა ბიზნესპარტნიორმა მოგებიანი ბიზნესშეთავაზება გაგიკეთოთ, რომელზედაც უარი არ უნდა თქვათ.

ლომი

რთული და ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ დროა, პირადი ცხოვრებისა და რომანტიკისთვის მოიცალოთ. შემოქმედებითი აღმაფრენა წარმატებას და აღიარებას მოგიტანთ. თუ სამსახურის შეცვლაზე ფიქრობთ, მალე შესანიშნავი შანსი მოგეცემათ. შესაძლოა, ძველ შეყვარებულს შეხვდეთ და ურთიერთობა განაახლოთ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური სამუშაოსთვის. მოერიდეთ შინაური ცხოველების ვეტერინართან მიყვანას და თუ შესაძლებელია, ეს ღონისძიება რამდენიმე დღით გადადეთ. როგორი მაცდური და მომხიბვლელიც არ უნდა ჩანდეს, შემოთავაზებულ წინადადებას დაუფიქრებლად ნუ დათანხმდებით. ფრთხილად იყავით მანქანის მართვის დროს.

სასწორი

ამ დღეს დაუგეგმავი ხარჯებისთვის მზად უნდა იყოთ. თქვენი პირდაპირობა და გულწრფელობა ნებისმიერ გაუგებრობას აღმოფხვრის და გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენაში დაგეხმარებათ. კომერციული ოპერაციები სოლიდურ შემოსავალს მოგიტანთ.

მორიელი

მოზღვავებული ენერგიის წყალობით ამ დღეს დაგეგმილ საქმეებს ადვილად გაუმკლავდებით. თუ შესაძლებელია, სამსახურებრივი მივლინება რამდენიმე დღით გადადეთ. გამოცდილება საშუალებას გაძლევთ, რამდენიმე საქმე დაიწყოთ და თითოეული ბოლომდე მიიყვანოთ. ბიზნესგარიგებაში წარმატებას მიაღწევთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით ნერვიულობა გელით, მაგრამ უმიზეზოდ. ეცადეთ, საკუთარი მიზნები და ამოცანები ყველასთვის გასაგებად გამოხატოთ, რათა გაუგებრობა თავიდან აიცილოთ. ვარსკვლავები შეგახსენებთ, რომ დიდი ხნის უნახავი ახლობლები უნდა მოინახულოთ.

თხის რქა

გეჩვენებათ, რომ მთელი სამყარო თქვენ წინააღმდეგ გაერთიანდა, ახლობელი ადამიანი კი თქვენთვის ხაფანგის დაგებას ცდილობს, თუმცა ნერვებს არ აჰყვეთ - მალე ყველაფერი დალაგდება. პროექტი, რომელიც უიმედო გეგონათ, შედეგს მოიტანს. საყვარელ ადამიანთან კატეგორიული ნუ იქნებით.

მერწყული

ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ, რომ დაწყებული საქმის დროულად დასრულება შეძლოთ. ნუ ნერვიულობთ - წარუმატებლობა ხანმოკლე იქნება. წარმატებას მაშინვე მიაღწევთ, როგორც კი შესაფერისი მომენტის შერჩევას და საკუთარ სიმართლეში სხვების დარწმუნებას შეძლებთ.

თევზები

ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ შესაძლოა, საკუთარ ცხოვრებაში რაღაცის შეცვლა მოგინდეთ. დღის ბოლოს შეიძლება ვითარება დაიძაბოს - ფრთხილად იყავით, რათა საბედისწერო შეცდომა არ დაუშვათ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×