რეზონანსი
17.09.2022

მსახიობი ნანუკა გულუა და მისი მეუღლე კახა კაშია ქორწინებიდან წლისთავს აღნიშნავენ. ნანუკამ ამ დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

„ერთი წელი გავიდა ჩვენი დაოჯახებიდან, ყველაზე ბედნიერი ერთი წელი ჩემს უფერადეს ცხოვრებაში. ყოველ წამს ძლიერდება და საერთოდ არ ცვდება მასთან ყოფნის ბედნიერება. ყველას გისურვებთ თქვენი ადამიანის მიგნებას, სრულ ჰარმონიასა და გულწრფელ ბედნიერებას. ნუ დაისტრესავთ თავს, არაფერი გაგვიანდებათ, ყველაფერი წინ გაქვთ, ყველაფერს მოასწრებთ იმაზე სწრაფად, ვიდრე წარმოგიდგენიათ", - დაწერა ნანუკა გულუამ.

ცნობისთვის, ნანუკას და კახას ქალიშვილი 29 აგვისტოს შეეძინათ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×