რეზონანსი
17.09.2022

ქართველი მსახიობი ნინო მუმლაძე 2 წლის წინ ზღვაზე მომხდარი ინცინდენტის შესახებ საუბრობს და იხსენებს და იხსენებს, თუ როგორ გადაარჩეინეს მაშველებმა დახრჩობას.

„ერთხელ ისე მოხ­და, რომ მე, ანა სა­ნა­ია, თაკო აბა­ში­ძე და კი­დევ რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი ზღვა­ზე ერ­თად ვის­ვე­ნებ­დით. დიდი ტალ­ღე­ბი იყო. ისე­თი მო­ცუ­რა­ვე არ ვარ, რომ დიდ ტალ­ღებს გა­ვუმკლავ­დე, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც, ზღვა­ში შეს­ვლა მა­ინც გავ­რის­კე. ტალ­ღებ­მა ჩა­მით­რია. ვერ ამოვ­დი­ო­დი. უკვე ყვე­ლა ნა­პირ­ზე იყო გა­სუ­ლი, მე კი ტალ­ღებს ვებ­რძო­დი და მივ­ხვდი, ვიხ­რჩო­ბო­დი, ვე­ღარ ვსუნ­თქავ­დი. ტალ­ღებ­მა იმ­დე­ნი მატ­რი­ა­ლა, რომ ბო­ლოს, გო­ნე­ბა დავ­კარ­გე... ბუ­ნებ­რი­ვია, ჩემს და­სახ­მა­რებ­ლად მაშ­ვე­ლე­ბი გა­მო­იქ­ცნენ. „გა­ყო­ფი­ლი" სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მი (ბი­კი­ნი) მეც­ვა. თავ­და­პირ­ვე­ლად, წყლი­დან ამო­სათ­რე­ვად, მაშ­ველ­მა ხელი რომ მომ­კი­და, ჩემი ბი­კი­ნის ზედა ნა­წი­ლი შერ­ჩა ხელთ. მერე მო­ა­ხერ­ხა, თმა­ში ჩა­ევ­ლო ხელი და ასე ამო­მათ­რია.

რო­გორც იქნა, ნა­პირ­ზე გონს მო­ვე­დი, თვა­ლი გა­ვა­ხი­ლე და მივ­ხვდი, რომ გა­დავ­რჩი, გარ­შე­მო მე­გობ­რე­ბი შე­მო­მეხ­ვივ­ნენ... გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­და და უცებ ვი­ფიქ­რე, - სად არის ჩემი „ლიფი"-მეთ­ქი? ამის გამო, რა თქმა უნდა, შევ­წუხ­დი და თავი ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლად ვიგ­რძე­ნი: ვა­ი­მე, თუ ასე ვი­ყა­ვი, ვერ მი­თხა­რით-მეთ­ქი? ანა სა­ნა­ი­ამ ასე და­მამ­შვი­და: - ნუ ნერ­ვი­უ­ლობ: შო­რი­დან ყვე­ლას ეგო­ნა, რომ 2 ჩვი­ლი ბავ­შვი გე­ჭი­რა ხელ­ში და იმა­ზე ნერ­ვი­უ­ლობ­დნენ - ზღვა­ში ქალი ჩვი­ლე­ბით იხ­რჩო­ბაო. მას შემ­დეგ, ზოგი მე­გო­ბა­რი ჩემს მკერდს „ჩვი­ლებს" ეძა­ხის (იცი­ნის). ამ ინ­ცი­დენ­ტის მერე, ტალ­ღე­ბის პა­ნი­კუ­რად მე­ში­ნია, მაგ­რამ ასე­თი რამ მა­ინც შე­მემ­თხვა", - განაცხადა ნინო მუმლაძემ „გზასთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×