რეზონანსი
08.09.2022

გუშინ, 7 სექტემბერს ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი" „ლივერპულის" წინააღმდეგ თამაშობდა, სადაც ეს უკანასკნელი 4-1 დაამარცხა. პირველ ტაიმში ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე გადაცემა გააკეთა, რის შემდეგაც ანგარიში 3-0 გახდა.

ქართველი საამაყო ფეხბურთელის,ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სოციალურ ქსელში უამრავი პოსტი დაიწერა.

ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე სწორედ „ლივერპული - ნაპოლის" თამაშს ეხმაურება და წერს, რომ ხვიჩას წარმატება ბავშვებისთვის, ვისაც ფეხბურთი აინტერესებს, დიდი მოტივაციაა.

"გახსოვთ ალბათ წლების წინ სამეჯლისო ცეკვა მარტო მოყვარულებისთვის იყო, სატელევიზიო პროექტმა ის პოპულარული გახადა და ვნახეთ რამდენი ბავშვი აცეკვდქ, რამდენი ჯგუფი გაიხსნა,.

მებაღეობა დამხმარე საქმიანობად ითვლებოდა და ვნახეთ ზურაშევადნაძის მაგალითზე ეს რამხელა სიამოვნება, კრეატიულობა და როგორი პროფესია და დღეს როგორი პრესტიჟული გახდა კულინარია სამზარეულობა,. გახსოვთ სულ რაღაც რამდენიმე ათწლეულის წინ ცხვირს როგორ ვწევდით " უი მზარეული ყოფილა" და როგორი მენტალური ცვლილება მოხდა ჩვენში, როგორი მაღალანაზღაურებადი გახდა. ისევდაისევ სატელევიზიო პროექტების და პროფესიონალების წყალობით, რამდენმა ადამიანმა შეიცვალა პროფესია და მოიხსნა კომპლექსი... ახლა ამ ბიჭის მაგალითი რამხელა სტიმული უნდა გახდეს ბავშვთა ფეხბურთისთვის. ეგ სტატისტიკა მინდა ვნახო მალე. ცოცხალი მაგალითები სულ სხვა მოტივაციაა. სპორტულ სამყაროში ხომ ვარსკვლავი ამობრწყნი და ამ საცოდავ ქვეყანაშიც, ამ პოლიტიკური მარაზმის ფონზე სადაც მარტო პოლიტიკოსები და გაურკვეველი ხალხი გახდა " ცნობილი- ცნობადი და ვარსკვლავი" ( ესეც მედიის ბრალია ვაღიარებ) სხვა ალტერნატივა გაუჩნდა.

სამი რამ მინდა ვისურვო ამ ოქროს ბიჭს ე.ი განვითარება და არ გაჩერდეს, არ დაიჯეროს რომ უკვე ვარსკვლავია,პოლიტიკას და პოლიტიკოსებს არ გაეკაროს და თავში არ აუვარდეს. მე გავედი.

P.S. ხომ ნახეთ მედიას რამდენი შეუძლია ,როგორი იარაღია . კარგის ტირაჟირებას რა შედეგი მოაქვს და ტვინების გამორეცხვას რა", - წერს მანანა მანჯგალაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×