რეზონანსი
08.09.2022

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ იურისტი ცირა ჯგერენაია ფემიციდის ფაქტებს ეხმაურება და ერთ ისტორიას იხსენებს.

„უკვე რამდენიმე წელია, ჩემს სამსახურის ტელეფონზე დღეში რამდენიმე ზარი შემოდის. ძირითადად ქალები მირეკავენ და მათზე ძალადობის ამბებს მიყვებიან. ბევრნაირი ამბავი მაქვს მოსმენილი, მაგრამ არის ერთი ისეთი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. ხმის მიხედვით შუახნის ქალი იყო და მითხრა რომ მის ქალიშვილზე წლების მანძილზე ძალადობდა ქმარი.

ჩემთანაც გამოქცეულა ბევრჯერ, რამდენჯერმე თვალიც ჰქონდა ჩალურჯებული, მე კი ვეუბნებოდი, რომ უნდა მოეთმინა და ოჯახი არ უნდა დაენგრია. არაუშავს, ახლაც შეგვიძლია მივმართოთ პოლიციას, მე დაგეხმარებით, არ არის გვიანი. გვიანია შვილო, დიდი ხანია ციხეშია უკვე, მომიკლა შვილი მაგ ნაძირალამ. იქნებ რამით შემიძლია დახმარება? მე მარტო იმის კითხვა მინდოდა, ჩემნაირი დედებისთვის რამე სასჯელი არ არსებობს? მეც რომ ჩამსვან ციხეში? ჩემი ხელით მოვკალი ჩემი შვილი.

მგონი, პირველად არ ვიცოდი რა მეთქვა. ის ტიროდა და მე ხმას ვერ ვიღებდი. როცა ასეთ ამბებს ვყვები, ზოგს ისე დაუჯერებლად ეჩვენება, ჰგონიათ რომ ვიგონებ ან ვაბუქებ, არადა სამწუხაროდ არასოდეს დამჭირვებია ერთი სიტყვის დამძიმებაც კი, პირიქით“, – დაწერა „საფარის“ იურისტმა სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×