რეზონანსი
08.09.2022

ცნობილი ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძემ მოზრდილი კომენტარი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, რითაც იგი ერთ-ერთ ექიმის მიმარრთვას გამოეხმაურა, სადაც ის მამის ვიდეოს გაზიარების გამო სასტიკად გააკრიტიკეს.

“ისე კი მიხარია “მეინსტრიმი” რომ არის დემენცია. ბევრი მეფერება, თბილ სიტყვას არ იშურებს, უამრავი მაკრიტიკებს, მლანძღავს, ასევე არ იშურებს წყევლას, მერკანტილურობაშიც გამომიჭირეს …. კარგია !

ძალიან ბევრი ნახვა აქვს ვიდეოებს და ინტერვიუებს, რაც მახარებს. ახლა გეტყვით რატომ:

იქნებ დავიწყოთ ფიქრი “სიბერეზე” , საჭიროებებზე, იქნებ სახელმწიფომ გადაამზადოს მომვლელები და ა. შ.

დემენციის მქონე პაციენტს სპეციფიკური მოვლა სჭირდება და ამას აუცილებლად ცოდნა უნდა. იქნებ გაჩნდეს დღის ცენტრები, იქნებ გაიხსნას ახალი და კარგი პანსიონატები, იქნებ შევეშავათ ადამიანის წყევლას, თუ ის ფოტოს და ვიდეოს დადებს ან ოჯახის წევრს გადაიყვანს ოჯახური ტიპის პანსიონატში. იქნებ იქნებ...

ეს ერთი გავაზიარე და კიდევ უამრავია,” – წერს ნანიკო ხაზარაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×