რეზონანსი
08.09.2022

პედიატრი, ლელა ზანგურაშვილი ტელეწამყვან ნანიკო ხაზარაძის მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, სადაც ტელეწამყვანი დემენციით დაავადებულ მამასთან საუბრობს.

„ვიდეო ვნახე: დემენციით დაავადებული, სიმპატიური და, სავარაუდოდ, ოდესღაც გონიერი და განათლებული ადამიანია გადაღებული. შვილს ესაუბრება და აშკარაა, რომ ვეღარ ცნობს...

არ ვიცი, ვინ გაავრცელა ეს ვიდეო - შვილმა, საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის რამის დასამტკიცებლად,  თუ რომელიღაც საინფორმაციო სააგენტომ იყოჩაღა, როგორც ყოველთვის...

ბევრი რამ მომივიდა თავში, მაგრამ მხოლოდ ამას ვიტყვი: საკუთარი მიზნების მისაღწევად უმწეო და დაავადებული ადამიანის საჯაროდ ასე "გამოჭენება" არის ენით აღუწერელი უსინდისობა და წესით კანონითაც დასჯადი უნდა იყოს (ამ უკანასკნელში დარწმუნებული არ ვარ, არ ვიცნობ კანონებს).

რაც შეეხება იმას, სად ჯობს მოხუცისთვის სიბერის გატარება, სახლში თუ ინსტიტუციაში, ამაზე მსჯელობა ძალიან შორს წაგვიყვანს. მხოლოდ ერთი ძალიან კარგი ადამიანის სიტყვებს გავიმეორებ: "ის კი ვეღარ გცნობს, მაგრამ შენ ხომ ცნობ?!" - წერს ლელა ზანგურაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×