რეზონანსი
07.09.2022

ლევან ხაბეიშვილმა 2018 წელს გვიჩივლა მე და ჩემს სიდედრს, 2016 წელს ზარქუამ თავის სიდედრს 3 მილიონის ქონება გადაუფორმაო. სიდედრი, ამის გამო, ერთი კვირა არ მიშვებდა. გვიჩივლა და ამ ჩვენების მისაცემად პროკურატურაში დავდიოდით. ამის შემდეგ გახდა წლის მასხარა და იმავეს აგრძელებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ გუშინ პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე ისაუბრა.

ამის შემდეგ სოციალურ ქსელში ამბავი აიტაცეს. ზოგი წერდა, რომ ზარქუა ჩასიძებული ყოფილა, ზოგი კი პირდაპირ უთანაგრძნობდა მრისხანე სიდედრის გამო. სხვებს მის ოჯახურ იდილიაში შეეპარათ ეჭვი.

ამის გამო დღეს უკვე თავად დეპუტატმა გააზიარა გუშინდელი ვიდეო და კომელტარის სახით დაწერა: "არ ვარ ჩასიძებული, არაა! მაქვს სახლიც და კარიც და სიდედრსაც ვუყვარვარ! ვიხუმრე!!!"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×