რეზონანსი
04.09.2022

„ლაციოსთან" გამარჯვების შემდეგ „ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გოლის ავტორზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ქართველი ფეხბურთელი ცხოვრებაში ძალიან მორცხვია, თუმცა მოედანზე ძალიან თავდაჯერებული.

„კონტრაქტს რომ მოაწერა ხელი, სახლში დავპატიჟე ჩაის დასალევად. მას შეუძლია ბურთის კონტროლი და ამის სუფთად აკეთებს, მაგრამ ისეთი მორცხვია... არასოდეს სურს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ როცა ფეხბურთს თამაშობს, ძალიან თავდაჯერებულია. რაც შეეხება დღევანდელ მატჩში გაკვირვებული ვარ თუ არა კვარაცხელიათი, მე უფრო ის მიკვირს, რომ მან მეორე ტაიმის დასაწყისში გოლი რომ ვერ გაიტანა, რადგან ის ძალიან ტექნიკურია", - განაცხადა სპალეტიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×