რეზონანსი
04.09.2022

ცნობილმა დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ სოციალურ ქსელში შემდეგი მიმართვა გამოაქვეყნა:

“საქართველო ქვეყანაა სადაც სასწარფო დახმარების ბრიგადას “ციმციმა” აქვს ჩართული, საგზაო მოძრაობის წესებს არღვევს და ეჩქარება, მაგრამ გამოძახებაზე კი არა, არამედ შაურმის საჭმელად ეჩქარება” – დაწერა თელიამ.

მის ამ პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებლების ნაწილმა თელია გააკრიტიკა. მათ შორის იყო ენდოკრინოლოგი ფიქრია შიომღვდლიშვილი, რომელმაც ზაზა თელიას მიმართა:

“ამას, როგორც ჩანს, მამის ნაანდერძალი თბილი სავარძელი. ბონუსებზე აწყობილი მსუყე ბიზნეს – მედიცინა და გაიდლაინ – “პრიშიკ” – ექიმობა ისე აუვარდა თავში, ტაქტი და კორექტულობა დაავიწყდა. სასწრაფოს ექიმი იმიტომ დარბის სირენებით, რომ მანქანის კაბინაში ჭამა მოასწროს შემდეგ მისამართამდე, ყველას არ გადაეცა მემკვიდრეობით აწყობილი ბიზნესი, რათა მშვიდად ღეჭოს ლუკმა. პ.ს. პოსტები არ არის შენი ძლიერი მხარე ზაზა, მუწუკებს მიაწექი”, – წერდა ფიქრია შიომღვდლიშვილი.

მისი სიტყვები უყურადღებოდ არ დაუტოვებია ზაზა თელიას.

„ფიქრია, ჩემო კარგო

1. ჩემთან ვიზიტზე რომ ვერ მოხვდით ამიტომ არ უნდა დაიბოღმოთ

2. კლინიკა ანდერძით არ გადმომეცა, არამედ მე გავხსენი, თანაც სარემონტო მასალები ჩემი ავტომობილით დამქონდა

3. ყველა ადამიანი, ვინც საგზაო მოძრაობის წესებს არღვევს პოტენციური დამნაშავეა, არ აქვს მნიშვნელობა საპატრულო ავტომობილში ზის თუ სასწრაფოში.

რადგან განათლების პრობლემა არსებობს კიდევ ერთხელ გავიმეორებ – “ციმციმა” უნდა ჩაირთოს მხოლოდ იმ შემთხევაში თუ ეკიპაჟი გამოძახებაზეა!!!! და არა თუ საჭმელად ეჩქარება!!!

4. დერმატოლოგია რომ “პრიშიკების” ექიმობა გგონია, ყველაზე რთული დარგია მედიცინაში ჩემო კარგო

5. როგორც ვნახე ექიმი ხართ, თქვენ რამდენი პაციენტიც მიღებული გყავთ ჯამში, იმდენი უფასო კონსულტაცია მაქვს გაწეული პაციენტებისთვის, ამიტომ მგონია უხერხულია რასაც წერთ”, – მიმართა მან ექიმს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×