რეზონანსი
03.09.2022

ცნო­ბი­ლი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი, ებრუ შა­ჰი­ნი, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლებ­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს, სა­ქარ­თვე­ლო­შია. სე­რი­ალ „თავ­ქა­რი­ა­ნის" გა­მოს­ვლის შემ­დეგ, ქარ­თვე­ლებ­მა ებ­რუს ფან-გვერ­დიც კი შექ­მნეს, სა­დაც ხში­რად აქ­ვეყ­ნე­ბენ ქა­ლის ცხოვ­რე­ბი­დან სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტებს.

თბი­ლის­ში გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი ებ­რუმ „ინ­სტაგ­რამ­ზე" 1 სექ­ტემ­ბერს გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მსა­ხი­ო­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მე­უღ­ლეს­თან, კა­ლათ­ბურ­თელ ჩედი ოს­მან­თან ერ­თად ეს­ტუმ­რა. ჩედი კი ევ­რო­ბას­კეტ­ზე სა­თა­მა­შოდ ჩა­მო­ვი­და.

ებრუ შა­ჰი­ნი NBA-ის კა­ლათ­ბურ­თელ­ზე, ჩედი ოს­მან­ზე ახ­ლა­ხანს და­ქორ­წინ­და. წყვილ­მა რამ­დე­ნი­მე ქორ­წი­ლი ამ ზა­ფხულს გა­და­ი­ხა­და, თუმ­ცა გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი სტამ­ბოლ­ში ჰქონ­დათ.

სა­ნამ მისი მე­უღ­ლე თა­მა­შობს და ვარ­ჯი­შობს, ებრუ, მე­გო­ბარ­თან ერ­თად თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში სე­ირ­ნობს. ახ­ლა­ხან „ინ­ტაგ­რამ­ზე" სა­მე­ბი­დან გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მისი ფა­ნე­ბი წე­რენ, რომ ქალ­მა სან­თლე­ბი და­ან­თო და ხა­ტებ­საც ემ­თხვია.

სა­ღა­მო­ო­ბით კი მშვე­ნი­ე­რი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად სხვა­დას­ხვა კა­ფე­ებს სტუმ­რობს და მის გა­საც­ნო­ბად მი­სულ ფა­ნებს სუ­რა­თის გა­და­ღე­ბა­ზე უარს არ ეუბ­ნე­ბა.

წყარო: ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×