რეზონანსი
03.09.2022

სტუდია „თელა" სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ცნობილი ქორეოგრაფი, თენგიზ გაჩეჩილაძე გარდაიცვალა.

„სტუდია „თელა" დიდი გულისტკივილით გატყობინებთ, რომ გარდაიცვალა სტუდიის დამფუძნებელი და საქართველოში სპორტ-ცეკვების დამაარსებელი, პროფესორი ბ. თენგიზ გაჩეჩილაძე. საქართველოს სპორტ-ცეკვების დამსახურებული და სახელოვანი პირველი პრეზიდენტი, ჩვენი უსაყვარლესი პედაგოგი.

გატყობინებთ პანაშვიდის დროსა და მისამართს. 3 სექტემბერი, 3 საათიდან 8 საათამდე. 4 სექტემბერი, 3 საათიდან 8 საათამდე. 5 სექტემბერი, 3 საათიდან 8 საათამდე. მისამართი: შანხაი, მედეა ჩახავას 11, 5 სართული. დაკრძალვა სამშაბათი, 6 სექტემბერი 3 საათი", - ნათქვამია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×