რეზონანსი
02.09.2022

ბი­ლე­თე­ბის ონ­ლა­ინ გა­ყიდ­ვის ვებგ­ვერ­დი biletebi.ge ღია წე­რი­ლით მი­მარ­თავს სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს. რო­გორც მათი გან­ცხა­დე­ბი­დან ირ­კვე­ვა, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს სპორ­ტის სა­სახ­ლემ უარი უთხრა მა­კა­რე­ვი­ჩი­სა და გალ­კი­ნის კონ­ცერ­ტე­ბის გა­მარ­თვა­ზე.

მა­თი­ვე მტკი­ცე­ბით, ეს მოხ­და პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტით, რად­გან ერ­თიც და მე­ო­რეც მხარს უჭერს უკ­რა­ი­ნას.

„ღია წე­რი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს (სამ­წუ­ხა­როდ ვერ ვთა­გავთ). ამ დღე­ებ­ში გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ 3 კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტორს, რომ­ლებ­ზეც უკვე გა­ყი­დუ­ლია ათა­სო­ბით ბი­ლე­თი, დარ­ბა­ზის მიერ ეთ­ქვა უარი ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე. ფორ­მა­ლუ­რი მი­ზე­ზი სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბია.

და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, რომ კერ­ძო ორ­გა­ნი­ზა­ცია თა­ვი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით უარს ამ­ბობს შე­მო­სა­ვალ­ზე და მი­დის ასეთ რე­პუ­ტა­ცი­ულ ზი­ან­ზე.

ცხა­დია, ეს მოხ­და პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტით. აკ­რძა­ლეს არ­ტის­ტე­ბი (მა­კა­რე­ვი­ჩი, გალ­კი­ნი), რომ­ლე­ბიც ღიად უჭე­რენ მხარს უკ­რა­ი­ნას და რო­მელ­თაც მხარს უჭე­რენ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი. გა­და­ხე­დეთ კო­მენ­ტა­რებს არ­ტის­ტე­ბის მო­მარ­თვებ­ზე. თუმ­ცა მო­ტი­ვა­ცია მა­ინც ბო­ლომ­დე გა­უ­გე­ბა­რია.

თუ გვე­ში­ნია კერ­ძო კომ­პა­ნი­ის მიერ რუ­სე­თის ოპო­ზი­ცი­უ­რი არ­ტის­ტე­ბის შე­მოშ­ვე­ბა, რათა რუ­სეთ­ში ვინ­მე არ გა­ა­ღი­ზი­ან­დეს, რა იქ­ნე­ბა შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი? „ფე­ის­ბუქ­საც" ავ­კრძა­ლავთ? სენ­ტი­მენ­ტე­ბი, რომ გა­დავ­დოთ, ეს არის სა­კონ­ტრო­ლო გას­რო­ლა სა­კონ­ცერ­ტო ინ­დუსტრი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც. ამ 3 გა­უქ­მე­ბულ კონ­ცერტს მოყ­ვე­ბა (მოყ­ვა) მრა­ვა­ლი სხვაც, რად­გან აღა­რა­ვინ გა­რის­კავს ასეთ გა­რე­მო­ში ისე­დაც სა­რის­კო ლო­გის­ტი­კა­ში ფუ­ლის ჩა­დე­ბას. დღეს დღე­ი­სო­ბით არ­ტის­ტე­ბის 70%, ვისი ჩა­მოყ­ვა­ნაც შე­იძ­ლე­ბა იყოს კო­მერ­ცი­უ­ლად მომ­გე­ბი­ა­ნი (არა სახ. და­ფი­ნან­სე­ბით, რაც სა­ბო­ლო­ოდ კო­რუფ­ცი­ის სა­ხეს იძენს) არის პოსტ-საბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბი­დან. ბევ­რს ეს არ მოს­წონს - გა­სა­გე­ბია. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ვალთ და­სავ­ლურ არ­ტის­ტებ­ზეც, თუმ­ცა ამის­თვის სა­ჭი­როა არ გა­ვა­კოტ­როთ და მივ­ცეთ გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა იმათ, ვინც ამ სფე­რო­ში მუ­შა­ობს. მოკ­ლედ, გვჭირ­დე­ბა ზუს­ტი თა­მა­შის წე­სე­ბი, რომ არ ვი­ყოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის კუ­ლუ­ა­რულ აკ­რძალ­ვებ­ზე, თან ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კულ მო­მენ­ტებ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი ზა­რა­ლის მი­ყე­ნე­ბით. გვჯე­რა, რომ სა­ხელ­მწი­ფო უნდა გვეხ­მა­რე­ბო­დეს და არ გვმტრობ­დეს", - ნათქვამია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×