რეზონანსი
02.09.2022

ჟურნალისტი ნოდარ მელაძე, რომელიც „მთავარი არხიდან" რამდენიმე თვის წინ წავიდა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და არხიდან ვანო ჯავახიშვილის გუნდის წასვლას ეხმიანება.

ნოდარ მელაძე ხაზს უსვამს, რომ „მთავარ არხში" მიდიოდა პროცესები, რომლებმაც გამოიწვია არხიდან დიდი ნაკადის წასვლა.

„უმიზეზოდ, ადამიანები ტელევიზიიდან, რომლის აშენებაში დიდი როლი ითამაშეს არ მოდიან !!! თუ ვინმე ფიქრობს (და მეც ასევე მოვიქეცი) რომ ყოფილ სამსახურზე არ უნდა ილაპარაკო, ეს იმას არ ნიშნავს რომ ვინმეს სათქმელი არ აქვს!

ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ვინ რას აკეთებდა, როგორ და რანაირად, როდესაც ფორსმაჟორში არხი იყო გასაშვები, ჩემზე კარგად არავინ იცის!!! მეხსიერება კომპიუტერი არ არის DELETE-ს ღილაკით წაშალო მართლა ყველაფერი!" - წერს ნოდარ მელაძე.

ცნობისთვის, ვანო ჯავახიშვილმა „ტვ პირველზე" გადასვლის შესახებ საზოგადოებას ამცნო:

„როგორც იცით „მთავარ არხზე" ფინანსური კრიზისის გამო დაიხურა ჩვენი ყველა გადაცემა და გვქონდა იძულებითი პაუზა. ახალი სეზონიდან შევხვდებით ტელეკომპანია პირველის ეთერში. ველოდებით ჩვენს ერთგულ მაყურებელს „ტვ პირველის" ეთერში, იგივე დღეს და იგივე დროს".

საპასუხოდ „მთავარმა არხმა" განაცხადა, რომ ვანო ჯავახიშვილსა და მის გუნდს ჰქონდა ტელევიზიაში დარჩენის შესაძლებლობა, თუმცა ფინანსური კრიზისის გამო მათ ადმინისტრაცია იმავე პირობებს ვერ შესთავაზებდა, რაც ძველად ჰქონდათ. „მთავარი არხის" განცხადებას კი ვანო ჯავახიშვილმა უნამუსობა უწოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×