რეზონანსი
19.08.2022

დღეს, შიდა ქართლში, სოფელ ავლევში მკვლელობა მოხდა. ქმარმა ცოლი მოკლა. მოკლული ქალის ფოტოს სოციალურ ქსელში ნიკა მოსიაშვილი აქვყნებს და დაღუპულის ოჯახის წევრებს თანაგრძნობას უცხადებს.

„ვაჰ, რა უბედურებაა, რა გვჭირს?! ეს გოგო ჩემი თანასოფლელია, ქმარმა იმსხვერპლა ჩვენი საზოგადოების სენი გახდა ეს საშინელი ქცევა. როგორ ზრდით ბიჭებს? რა ჯანდაბას ასწავლით? რას ეუბნებით, რომ ადამიანი მხოლოდ კაცია?? ისევ თქვენ დალევთ მერე ქალების სადღეგრძელოს, ფუ რანაირი ხალხი ხართ. ძალიან კეთილი და ძალიან თბილი გოგო იყო თინი. ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს", - წერს ნიკა მოსიაშვილი. ცნობისთვის, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"დაიჯესტი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×