რეზონანსი
12.08.2022

მეგობრები დათას ემშვიდობებიან, რომელიც მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა. მას ორი წლის წინ დედა გარდაეცვალა, ნერვიულობის ფონზე კი ლეიკემია განუვითარდა. დათა შვეიცარიაში მკურნალობდა და ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ დაავადება მაინც განახლდა.

„5 დღის წინ რომ მივულოცე დაბადების დღე ვიცოდი რომ ავად იყო... ცრემლები მახრჩობდა და ვცდილობდი არ შემემჩნია. ხმა მიკანკალებდა, მთელი ძალით ვეხუტებოდი და უფალს ვთხოვდი, რომ ეცოცხლა კიდევ დიდხანს. მისალოციდან წამოსული მთელი გზა ვტიროდი და მთელი ღამე მის ჯავრში გავათენე. იმედი მქონდა, რომ არ გაწირავდა უფალი... დღეს მითხრეს რომ გაფრინდა, სისხლი გამეყინა... არასდროს დამავიწყდება ეს დღე და ის თუ სიცოცხლიდან სიკვდილამდე მართლაც რომ ერთი ნაბიჯია“, - წერენ ახლობლები დათას შესახებ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×