რეზონანსი
27.07.2022

პიანისტი და ტელეწამყვანი, თათია შარანგია, რომელიც ცოტა ხნის წინ მეუღლეს, ბიზნესმენ სანდრო შელიას დაშორდა. მას უკვე მეორე ოჯახიც დაენგრა. ბოლოს და ბოლოს თათია შარანგიამ დუმილი დაარღვია და ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს უპასუხა.

„უამრავი კითხვა მოდის სანდროსთან დაკავშირებით. სანდრო არის ჩემი ცხოვრების ყველაზე ახლო ადამიანი, ჩემი ბიჭების მამა. მისი მადლობელი ვიქნები მთელი ცხოვრება იმ არაჩვეულებრივი 10 წლისთვის, რაც ერთად გავიარეთ. ვრჩებით არაჩვეულებრივ მეგობრებად და ერთმანეთის უპირობო მხარდამჭერებად. რაც მთავარია, ეს გვერდში დგომა, რასაც ერთმანეთს ვპირდებით, არასოდეს იქნება ცარიელი სიტყვები. ერთმანეთის სიტყვის ფასი ორივემ კარგად ვიცით, მომავალი ჩვენს ხელშია. თითოეული ჩვენგანის ხელშია და ის სასიამოვნო მოულოდნელობებით არის სავსე“, - დაწერა წამყვანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×