რეზონანსი
22.07.2022

გიორგი გაბუნია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მის შესახებ „ფეიქ ინფორმაციბი" ვრცელდება.

როგორც თავად წერს, მიწა იჯარის წესით აიღო და კანონის დაცვით შეიძინა.

„რამდენიმე საათის წინ დაიდო ეს „ფეიკ ნიუსი", თითქოს, მერიამ მიწა მაჩუქა. ხალხი მილოცავს, კომენტარებში და მეტს უკეთესსაც მისურვებენ, მადლობა თქვენ, მაგრამ ტყუილია ხალხნო.

პატიოსნად, როგორც ყველა მოქალაქემ, ავიღე იჯარის წესით, ყველა წესის და კანონის დაცვით. მინდა ვუთხრა, მათ ვინც ეს თქვა და მათ ვინც სიამოვნებით აზიარებს და აკომენტარებს: კარგით რა, მეტი საქმე არ გაქვთ? ჩემზე რომ ტყუილები არ წეროთ? არ აგყვებათ ხალხი მაგ პროვოკაციაში. ისიც გაასაჯაროვეთ, განცხადება რომ შევიტანე სახლში შუქის შეყვანაზე და უფასოდ რომ გამიკეთეს ან საერთოდ ახალი ნათურები, რომ მაჩუქეს უფრო გავარდება", - წერს გაბუნია.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორაცია, რომ ქუთაისის მერიამ იუმორისტ გიორგი გაბუნიას 1000კვ.მ მიწის ნაკევთი გადასცა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×