რეზონანსი
21.07.2022

საბერძნეთი რამდენიმე დღეა ძლიერ ხანძრების ებრძვის. ქართველი ემიგრანტი მაყვალა მაჭარაშვილი შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

,,გამარჯობათ წუხელ ორი საათიდან ვიყავი საშინელ მდგომარეობაში გერაკაში თავიდან არაფერი იყო საშიში, მაგრამ ღამის ორი საათიდან დაიწყო საშინელება - უცებ აღმოვჩნდით ცეცხლთან ხუთას მეტრში. უცებ მოცვივდნენ პოლიციელები აიყვანეს ბებო და ბაბუ ჩასვეს პოლიციის მანქანაში და წაიყვანეს, მე კი მარტო დამტოვეს არც უკითხიათ ვინ ვიყავი ან რა უნდა მექნა, ან სად უნდა წავსულვიყავი… მე თვითონ რომ არ მეძებნა გზები, დღეს ცოცხალი აღარ ვიქნებოდი. მადლობა უფალს, რომ გამიხსნა გონება და გამოვედი სამშვიდობოს ღამის ოთხ საათისთვის… აფხაზეთში ომი გამოვიარე და ასეთი საშინელება არ განმიცდია… როგორ მიმატოვეს ბერძნებმა პოლიციელებმა როგორ გამიმეტეს სასიკვდილიდ… ეს ორი სიტყვით შეუძლებელია აღწეროს ადამიანმა – იქ რა მდგომარეობა იყო” – წერს მაყვალა მაჭარაშვილი.

წერილი georgian.gr-მ მიიღო და გაავრცელა. სააგენტო ასევე წერს:  "არ ვიცი როგორ ავხსნა, ეს თუ მართლა

რეალობას შეესაბამება, უბრალოდ, წარმოუდგენელია და რეაგირება აუცილებლად უნდა მოხდეს!”

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×