რეზონანსი
20.07.2022

კანადაში გარდაცვლილი ქართველი მამაკაცი მამუკა ჯანყარაშვილია. ამის შესახებ ინფორმაციას, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია ავრცელებს, რომელიც გარდაცვლილის საქართველოში გადმოსასვენებლად, საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

„მეგობრებო, მამუკა ჯანყარაშვილს, ბელგიასა და საფრანგეთში ბევრი იცნობდა. სამწუხაროდ კანადაში გარდაიცვალა. საფრანგეთის მოქალაქის საქართველოში რეპატრიაციას ჩვენი ქვეყანა ვერ დააფინანსებს. არც საფრანგეთი, როგორც გაირკვა. დედა, და ოჯახი უმძიმეს მდგომარეობაშია, 13 ათასი დოლარია შესაგროვებელი. ასეთი რთული ვითარებიდან ერთმანეთის დახმარების გარეშე ვერ გამოვალთ.

ვისაც შეგვიძლია მადლია დახმარება. ბრიუსელში თანხა შეგიძლიათ დატოვოთ საკათედრო ტაძარში მამა იოანესთან. ასევე, შეგიძლიათ მიაწოდოთ ბ. კოკა ყაველაშვილს, +32473939271 ანტვერპენში, ასევე შეგვიძლია თანხა ეკლესიაში დავტოვოთ მამა დავითთან. ​ლიჟში თანხა ან ეკლესიაში დავტოვოთ ან ბ. როსტომ კარკუჩაშვილთან. ასევე შესაძლებელია ეპარქიის ანგარიშის გამოყენება: BE16363089699374 Communication: Daxmareba Mamukasatvis მიუთითოთ კომუნიკაციაში. უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ."- ნათქვამია განცხადებაში.

ცოტახნის შემდეგ კი გვერდმა ახალი ინფორმაცია გამოაქვეყნა და დაწერეს რომ ჯანყარაშვილის რეპატრიაციის თანხა დაიფარა.

"მეგობრებო, ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ კანადაში გარდაცვლილი მამუკა ჯანყარაშვილის საქართველოში რეპატრიაციის თანხა დაიფარა.

ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ საქმეში ღმერთმა დაგლოცოთ.

ღმერთმა გაანათლოს მამუკას სული", - წერია გვერდზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×