რეზონანსი
20.07.2022

სოციალური ქსელის მომხმარებელი, გივი ჭანუკვაძე საცხოვრებელ კორპუსთან მეწყრის ჩამოწოლის და საფრთხის შესახებ წერს, რომელიც კორპუსის მაცხოვრებლებს ემუქრებათ. მისივე თქმით, შესაბამის სამსახურებს სათანადო რეაგირება არ მოუხდენიათ.

"დიდი ხანია ვფიქრობდი საჯაროდ დამეწერა თუ არა ეს ყველაფერი! მაგრამ მეშვიდე თვეა რაც ამ წარმოუდგენელ უპასუხისმგებლობას ვუყურებთ მე, ჩემი და კიდევ არა ერთი ოჯახი. ზუსტად შვიდი თვის წინ, ჩვენი საცხოვებელი კორპუსის უკან განვითარდა მეწყრული პროცესები და ჩამოწვა ძალიან დიდი რაოდენობით მიწა.

შესაბამისი სტრუქტურების დასკვნის მიხედვით, არსებობს ძალიან მაღალი რისკი მსგავსი პროცესების ხელახლა განვითარების, რაც უზარმაზარ საფრთხეს უქმნის ამ კორპუსში მცხოვრებ უამრავ ადამიანს, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებს. სამხარაულის დასკვნის მიხედვით, ეს პროცესები გამოიწვია ქუჩაზე სხავადასხვა დროს და ამჟამად მიმდინარე მშენებლობამ.

შვიდი თვეა, ეს რამდენიმე ათეული ადამიანი, ვუყურებთ, როგორ სხვადასხვა მუნიციპალური სამსახურები, ერთმანეთისკენ თითების გაშვერით არიან დაკავებულები, თუმცა საბოლოოდ ვერ დგინდება ვერც ვისი პასუხისმგებლობაა ამ პრობლემის გადაჭრა და ცხადია რაიმე ვადებზეც არ არის საუბარი. თვითმმართველობა ხელს იშვერს მშენებლისკენ, მშენებელი მერიისკენ, მერია მხრებს იჩეჩავს და ამ ყველაფერს ბოლო არ უჩანს.

ამ დროს გვესმის და ვხედავთ, თუ რამდენი რამე კეთდება ქალაქისთვის. პარკები; ავტობუსის ზოლები, ახალი სკვერები და ძველის რეაბილიტაციები.. აგერ მრგვალ ბაღს 2 წელიწადში მეორედ აკეთებენ, იქით მელიქიშვილს ამსტერდამად აქცევენ, მარა აქვე პრესტიჟულ ვაკეში, ან მთა ჩამოდის ან დღეს მაგალითად საყვარელი გველი მოსრიალდა. დამამშვიდეს არ არის შხამიანიო.

ყოველი დღე ამ ქალაქში და ქვეყანაში უკვე მხოლოდ თვითგადარჩენისთვის ვიბრძვით და მხოლოდ საკუთარი თავის და ძალების იმედად ვართ...", - წერს გივი ჭანუკვაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×