რეზონანსი
15.07.2022

ბიზნესმენი სანდრო შელია და ტელეწამყვანი თათია შარანგია ერთმანეთს დაშორდნენ ამის შესახებ ინფორმაცია სანდრო შელიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დაწერა რომ 10 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორების შესახებ გადაწყვეტილების მიღება რთული იყო.

"ძვირფასო მეგობრებო,

იმისთვის, რომ არ გავრცელდეს ჭორები და მითქმა-მოთქმა, სჯობს მე თვითონ ვიქნები პირველადი წყარო და გაგიზიარებთ, რომ ორიოდე თვეა, რაც მე და თათი დავშორდით. დარწმუნებული ვარ, გესმით, როგორი მძიმე იქნებოდა ამ 10 წლიანი ურთიერთობის დასრულება და ამავე დროს, რომ ეს არის მტკივნეული, თუმცა კარგად გააზრებული გადაწყვეტილება.

ჩვენ ვრჩებით პარტნიორებად ჩვენი უმაგრესი ბიჭების აღზრდაში და ერთად თუ ცალცალკე, ყველაფერს გავაკეთებთ მათი ბედნიერებისთვის.

მადლობას მოვახსენებ მათ, ვინც გამიზიარა გულისწყვეტა და ასევე უდიდესი მადლობა ყველას, ვინც გვგულშემატკივრობდით ამ წლების მანძილზე.

ეს ისტორია დასრულდა, თუმცა მე ვრჩები საქართველოში, ჩემს მშობლიურ ქვეყანაში, რომელშიც თავის დროზე სიყვარულმა დამაბრუნა. ვრჩები თქვენს გვერდით და მოქალაქედ, რომელიც არ დაიშურებს ძალას და ენერგიას მეგობრებისთვის, მეზობლებისთვის, ჩვენი საქართველოს განვითარებისთვის.

პრესის საყურადღებოდ: აქ წერია ყველაფერი ის, რაც მინდოდა გამეზიარებინა საზოგადოებისთვის ამ საკითხთან მიმართებით და შესაბამისად თავს შევიკავებ რაიმე დამატებითი კომენტარისგან", - წერს სანდრო შელია.

თათია შარანგია სანდრო შელიამდე დაქორწინებული იყო ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილზე, ლაშა შევარდნაძეზე, თუმცა მათი თანაცხოვრება კიდევ უფრო ხანმოკლე აღმოჩნდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×