რეზონანსი
15.07.2022

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი იტალიურ გრანდში გადასვლის შემდეგ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას პირველ პრესკონფერენციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მაქარაშვილისთვის რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ დასმულ კითხვაზე, კვარაცხელიას პასუხი მიუღებელი აღმოჩნდა.

„მძიმე ამბავია და გაფრთხილებთ, ეს პოსტი არ მოგეწონებათ. ჩვენს ოქროს ბიჭს იტალიურ გრანდში გადასვლის შემდეგ პირველი პრესკონფერენცია ჰქონდა. იტალიელმა ჟურნალისტებმა რუსული კლუბიდან გადასულ ქართველს რა თქმა უნდა უკრაინაზეც დაუსვეს შეკითხვა პასუხის მოლოდინში ღრმად ჩავისუნთქე და თვალები დავხუჭე. ნეტავ არ ეკითხათ...

„ვფიქრობ, რუსეთში არსებული მდგომარეობა პოლიტიკური საკითხია. სიტუაცია ძალიან რთულია. მე ავირჩიე ბათუმის „დინამოში" თამაში, რადგან ის ჩემი ქვეყანაა, მაგრამ არ მინდა პოლიტიკაზე საუბარი".

კარგი ფეხბურთელი შეიძლება დადგე, შეიძლება საუკეთესოც გახდე, მაგრამ თუ გულში საკმარისად ადამიანი არ ხარ, მაგას არაფერი შველის!", - წერს გიგა მაქარაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×