რეზონანსი
07.07.2022

თბილისში შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილის ჯანმრთელობის შესახებ დედამ - ქრისტინე მამუკაშვილმა „იმედის" ეთერში ისაუბრა.

„ფიზიკური მდგომარეობა ბევრად უკეთესია, ვიდრე, თავიდან შემოვედით. ემოციურადაც ნელ-ნელა ვეგუებით ამ ჩვენს პრობლემას.

თან ახლა ბებო ჩამოვიდა, შუათანა ძმა და ძალიან გახარებული და ბედნიერია. ვცდილობთ, ძალიან გავამხიარულოთ, დავეხმაროთ. რაღაც მუსიკა მქონდეს ჩართული. პოზიტიურად მივუდგე. ჯერჯერობით, ფსიქოლოგს ვერ ვრთავთ, რადგან ბავშვი ვერ საუბრობს.

ძალიან დიდი ტკივილები აქვს ბავშვს. ვერ უყუჩებენ. სულ ღია ჭრილობებშია. ჯერჯერობით სამი ოთხი თვე ასე მოგვიწევს ყოფნა, ჯერ ვერ დახურავენ ამ ჭრილობებს.

გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან სტკივა ბავშვს, მძიმე მდგომარეობაა. ინფექციები აქვს ახალი. შარდის ბუშტი დაუზიანდა. მორალურადაც და ემოციურადაც ისევ უჭირს", - ამბობს დათის დედა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×