რეზონანსი
05.07.2022

მსახიობი მაკა შალიკაშვილი იმ შემთხვევაზე ჰყვება, რომელიც მას მეტროში გადახდა:

„სამ ჩანთა აკიდებული, ცალ ფეხზე ვდგავარ მეტროს ვაგონში, სანამ მივალ დიდუბემდე დიდი დროა, საკმაოდ ლამაზად ჩაცმული დედა, მოვლილიც, ზის თავის პუტკუნა, პატარა, ასე ექვსი წლის ბიჭუნასთან ერთად და სთხოვს ბავშვს რომ ადგეს და დამითმოს ადგილი. ბავშვი თითებით ყურებს იხშობს, დედა ჩერდება და, რაც ყველაზე შემაშფოთებელია ამ ამბავში - ხელებს იჯვარედინებს და... მშვიდდება! (ფრჩხილიც ფერადად მოხატულ მოვლილი აქვს მანიკიურის ხელოსანთან).

ბავშვი იწყებს თავის ასევე პუტკუჩა ფეხების ქნევას ჩემი მიმართულებით და ... მირტყამს. გარშემო სხედან კიდევ, ერთო ორი ახალგაზრდა. ერთი შორტებიანი ბიჭი ძალიან მშვიდად ზის, ამ ბავშვს უყურებს და სახეზე აწერია" დედა რა უზრდელი ხარ, შვილო, ვინა ხარო". მერე მე მიყურებს თანაგრძნობ თანაგანცდიანი სახით,თან ცოტა მიღიმის კიდეც, იპრანჭებასავით.

ხანდახან ლექსიც კი არ დაწერილა ისეთი, ამის ამხატავი, ისეთი გრძნობა დაგეუფლება კაცს, ქალს ამის შემხედვარე... ახლა უკვე მინივენში ვზივარ და ბათუმში მივდივარ ხვალ, ბატონ ვახტანგ ღლონტთან შეხვედრაა... ბევრ რამეზე ვისაუბრებთ...

დავდარდიანდი. ამ დილანდელმა მეტროს ამბავმა დამაფიქრა... გთხოვთ, გაზარდეთ რა შვილები დედებო გაზარდეთ მარტო კიარა, აღზარდეთ" - დაწერა მსახიობმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×