რეზონანსი
29.06.2022

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი - დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს, რომ საზოგადოება, მისი ჩათვლით კორონავირუსს გაუთამამდა, ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ რეკომენდაციებს აღარ იცავს, რამაც, შესაძლოა, ვირუსის ახალ ტალღას დაუდოს საფუძველი.

„როგორც წესი, საყვედურს საკუთარი თავით ვიწყებ ხოლმე: ძალიან გავთამამდი და გავუბერე, საერთოდ აღარ ვიკეთებ პირბადეს. ძირითადად იმიტომ, რომ ალერგია მომცა სახეზე. მანამდე ერთი წუთითაც არ ვიშორებდი და მთელი პანდემია „სუფთად“ გადავრჩი. ახლა, ვშიშობ ჩემი გათამამება ფასი დამიჯდება... ციტა იმის იმედიც მაქვს, რომ ჩვენთან ახლა კოვიდის მხოლოდ შედარებით იოლი, ომიკრონის შტამი ცირკულირებს. თუმცა არც ესაა მთლად უხიფათო... სამწუხაროდ, ამ სითამამეში მარტო არ ვარ და ისეთი პირი უჩანს - კვლავ შემოგვიტევს კოვიდი. თუ უკვე არ შემოგვიტია...“ - წერს დავით გადელია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×